ჩიტ ჯაფარას ჭრილობის შესახორცებლად ”ფეხსაცმელი” ჩააცვეს

ჩიტ ჯაფარას ჭრილობის შესახორცებლად ”ფეხსაცმელი” ჩააცვეს

მალიბუში ჩრდილოელი ჯაფარა, რომელსაც ფეხი ჰქონდა ნატკენი, კალიფორნიის ველური ბუნების ცენტრში გადაარჩინეს. ჩიტს არ შეეძლო ფეხზე დგომა და სიარული, რადგან თითები ჰქონდა გადაბრუნებული. როგორც აღმოჩნდა, ასეთი დაზიანების მქონე ჩიტის გადარჩენა მარტივი ყოფილა. ვეტერინარებმა აიღეს მუყაოს პატარა ნაჭერი და ბაფთა, რომ ჩიტის ფეხი შეეხვიათ. ჩიტის ფეხი ისე უნდა დაეფიქსირებინათ, რომ თითებს შეხორცება შეძლებოდა.

”ჩიტისთვის შეხორცების პროცესი ერთი კვირა გრძელდება. ამ მარტივმა დახმარებამ მისი სიცოცხლის გადარჩენის საშუალება მოგვცა”,- ამბობს ექიმი ლორეინ ბარბოსა. ერთი კვირის შემდეგ ჩიტი საბოლოოდ გამოჯანმრთელდა და თავის გარემოს დაუბრუნდა. მან თავისი ”ზამთრის ფეხსაცმელი” უკან მოიტოვა.

მომზადებულია mymodernmet.com-ს მიხედვით.

8 ოქტომბრიდან ახალი მთვარე სასიყვარულო ურთიერთობებს მაგიით აავსებს - ასტროლოგიური  პროგნოზი

კაცმა ყოფილი ცოლის საყვარელს ოჯახის დანგრევის გამო უჩივლა და 750 000 დოლარი მიიღო

მიუსაფარი ქალი ინტერნეტვარსკვლავად იქცა - მეტროში გადაღებულ ვიდეოს მილიონზე მეტი ნახვა აქვს