ხუთი თვეა ვალეში საცხოვრებელი კორპუსი იტბორება

ხუთი თვეა ვალეში საცხოვრებელი კორპუსი იტბორება

ვალეში, მაჭარაშვილის ქუჩაზე, N5-ში მდებარე ორსართულიანი კორპუსი ყოველ დილით იტბორება. შენობის მარჯვენა კუთხეში ჩამოშლილი კედლის ნაწილიდან წყალი ჟონავს და როგორც კორპუსის შიდა, ასევე მიმდებარე ტერიტორიას წყლით ფარავს. რა დაზიანდა კორპუსში მაცხოვრებლებმა არ იციან, თუმცა ამბობენ, რომ შენობიდან წყალმა დინება ხუთი თვის წინ დაიწყო.

"ვერ გაივლი იმხელა წყალი დგას, შენობა ისეც დანგრეული იყო და ახლა უფრო მეტად ავარიულია, კორპუსის შიგნიდან საძირკველი ჩანს უკვე. ღამე დაძინების გვეშინია", - ამბობს აღნიშნულ კორპუსში მცხოვრები სვეტა კოტოიანი.

ადგილობრივების თქმით, მათ საკუთარი ხარჯებით წყლის სისტემა შეცვალეს, თუმცა კორპუსთან წყალმა დინება მაინც არ შეწყვიტა.

ვითარების შესახებ ინფორმირებულია ვალეში გამგებლის წარმომადგენელი ელიოზ ბარბლიშვილი. როგორც ის ამბობს, ამ ხნის განმავლობაში დაზიანების წერტილს "წყალკანალი" ეძებდა: "ცოტა ხანი შევწყვიტეთ კიდეც წყლის მიწოდება, რომ გაეგოთ, სად იყო დაზიანება. ყველა მხრიდან შეამოწმეს კომუნიკაცია და დაზიანება ვერ ნახეს. ახლაც იქ არიან და არ ვიცი, რომელ მილს გადაკეტავენ დროებით, რომ ნახონ სად არის დაზიანება".

იხილეთ ვრცლად

”სამხრეთის კარიბჭე”

იმერეთის გუბერნატორის ხელფასი გაორმაგდა

ორი ობლისა და ორი ბებიას შემზარავი გასაჭირი გურიაში

ფოთისა და ყულევის სანაპიროზე საშტორმო მდგომარეობა გამოცხადდა