ძველი დროის ქალბატონების ეს რეცეპტები თაობებმა შემოგვინახა და გამოსცადა. მათი გამოყენება ნამდვილად ღირს. ყოველ შემთხვევაში, არაფერი დაგიშავდებათ.
ხავერდოვანი კანი
ეს პროცედურა ჭიმავს კანს და აქრობს ნაოჭებს. ხელები კარგად გაისაპნეთ უბრალო საპნით, ხელებზე წარმოქმნის ქაფში ცოტაოდენი კბილის პასტა გაურიეთ და წაისვით სახეზე, ყელზე,
დეკოლტეს მიდამოსა და ხელებზე.
გაიჩერეთ, ვიდრე არ გაშრება და შემდეგ ცივი წყლით ჩამოიბანეთ. მაშინვე იგრძნობთ, რომ თქვენი კანი ხავერდოვანი გახდა. რაც შეეხება ტანს, აბაზანის მიღების შემდეგ ტანზე ვაშლის ძმარგარეული წყალი გადაივლეთ.
კვერცხის ნახარში
არავითარ შემთხვევაში არ გადაღვაროთ კვერცხის ნახარში. თუ პირს კვერცხის ნახარშით დაიბანთ, თქვენი კანი უფრო გლუვი გახდება, გასუფთავდება ნაოჭების, გამონაყარისა და ფერიმჭამელებისგან.