გოდერძი თევზაძის მეუღლე შიმშილობის გამოცხადებით იმუქრება

გოდერძი თევზაძის მეუღლე შიმშილობის გამოცხადებით იმუქრება

სამტრედიის პოლიციის ყოფილი თანამშრომლის, გოდერძი თევზაძის მეუღლის, ირმა ბოლოთაშვილის განცხადებით, ის ხვალიდან დასავლეთ საქართველოს საოლქო პროკურატურასთან შიმშილობას დაიწყებს.

ბოლოთაშვილის თქმით, მისი მეუღლე უდანაშაულოა და პროკურატურას გადაწყვეტილი აქვს ის წინასაარჩევნოდ დააკავოს.

"ამიტომ გადავწყვიტე პროტესტის უკიდურეს ზომას მივმართო და შიმშილობა დავიწყო დასავლეთ საქართველოს საოლქო პროკურატურასთან", - განაცხადა ირმა ბოლოთაშვილმა.

რაც შეეხება გოდერძი თევზაძის მხარდამჭერ აქციას, ის დასავლეთ საქართველოს საოლქო პროკურატურასთან ცოტა ხნის წინ დასრულდა.

დემურ სტურუას თვითთმკვლელობამდე მიყვანის საქმეში ბრალდებული ყოფილი პოლიციელი გოდერძი თევზაძე სამართალდამცველებს გუშინ ჩაბარდა. ის თავს უდანაშაულოდ მიიჩნევს.

თბილისში ცნობილ ნეიროქირურგს სცემეს - "ათასობით ადამიანის გადამრჩენს ვიღაც ველური ცემს..."

შსს-ს გაფრთხილება აქციის მონაწილეებს - უწყება განცხადებას ავრცელებს

"მთავარი არხის" ერთ-ერთი დამფუძნებელი გიორგი რურუა დააკავეს