ბიზნესმენმა ვაჟა ციგროშვილმა 60 000 ლარი "ქართული ოცნების" ანგარიშზე სამართლიანობის აღდგენის სანაცვლოდ ჩარიცხა

ბიზნესმენმა ვაჟა ციგროშვილმა 60 000 ლარი "ქართული ოცნების" ანგარიშზე სამართლიანობის აღდგენის სანაცვლოდ ჩარიცხა

ბიზნესმენმა ვაჟა ციგროშვილმა 2016 წლის 31 აგვისტოს პარტია "ქართულ ოცნების" ანგარიშზე 60 000 ლარის შემოწირულება ჩარიცხა. იმავე დღეს მმართველი პარტიას 15 000 ლარი ჩაურიცხა მისმა ბიზნესპარტნიორმა ბეჟან ანუაშვილმა. დაახლოებით ორი კვირის შემდეგ, მთავარმა პროკურატურამ გახსნილად გამოაცხადა 2008 წელს კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტის ყოფილი მაღალჩინოსნების მიერ ვაჟა ციგროშვილისთვის უკანონოდ ჩამორთმეული 500 000 ლარის ღირებულების ქონების უკანონოდ ჩამორთმევის საქმე. პროკურატურის წარმომადგენელმა უახლოეს ხანში ამ ქონების კანონიერი მესაკუთრისათვის დაბრუნებაც დააანონსა.

გუშინ, 13 სექტემბერს საქართველოს მთავარმა პროკურატურამ გაავრცელა ოფიციალური განცხადება სამი მოქალაქისათვის უკანონოდ ჩამორთმეული ქონების დაბრუნების შესახებ. განცხადებაში აღნიშნულია: "ჩატარებული გამოძიებით დადგენილია, რომ 2008 წლის 22 ივლისს შსს კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტის თანამშრომლების მიერ ყალბი დოკუმენტის დამზადებისთვის დაკავებულ იქნა მოქალაქე ვაჟა ციგროშვილი. გამოძიების მსვლელობისას, კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტის მაღალჩინოსნებმა პატიმრობაში მყოფ ვაჟა ციგროშვილს შეუთვალეს, რომ თუ მას სურდა საპროცესო შეთანხმების გაფორმება და საპატიმროს დატოვება, მას სახელმწიფოსთვის უნდა შეეძინა ნახევარი მილიონი ლარის ღირებულების ავტომანქანები და კვადროციკლები, რაც არ უნდა გახმაურებულიყო და ეს პირობა დარჩენილიყო საპროცესო შეთანხმების "ჩრდილოვან მხარედ", წინააღმდეგ შემთხვევაში მას მოუწევდა ციხეში ყოფნა. აღნიშნული ზეწოლის შედეგად, ვაჟა ციგროშვილი იძულებული გახდა დათანხმებოდა კუდის უკანონო მოთხოვნას, რის შემდეგაც მას №8 საპყრობილეში, ციხის უფროსის კაბინეტში კონსპირაციულად შეახვედრეს მისი ცოლისძმა ნოშრევან ნეკრესელაშვილი, რომელსაც ავტომანქანების შესაძენად თანხის მოძიება დაევალა. კუდის მაღალჩინოსნის მოთხოვნით, ვაჟა ციგროშვილი მანამ დარჩებოდა საპატიმროში, სანამ მისი ოჯახი ავტომანქანების შესაძენად თანხას არ შეაგროვებდა. 2008 წლის აგვისტოში, ბრალდებულის ცოლისძმამ ნოშრევან ნეკრესელაშვილმა მთლიანობაში ნახევარ მილიონ ლარად სახელმწიფოს სასარგებლოდ, კუდის მოთხოვნით იძულებით შეიძინა "ტოიოტა პრადოს", "ტოიოტა ჰაილუქსის", "ტოიოტა კამრის" და "ჰიუნდაი ტუქსონის" მარკის ავტომანქანები, 5 კვადროციკლი, რომლებიც შემდგომში აჩუქა შინაგან საქმეთა სამინისტროს. მხოლოდ ამის შემდეგ ბრალდებულთან გაფორმდა საპროცესო შეთანხმება, განესაზღვრა პირობითი მსჯავრი და მან დატოვა საპატიმრო დაწესებულება".

იხილეთ ვრცლად

კახეთის საინფორმაციო ცენტრი

იმერეთის გუბერნატორის ხელფასი გაორმაგდა

ორი ობლისა და ორი ბებიას შემზარავი გასაჭირი გურიაში

ფოთისა და ყულევის სანაპიროზე საშტორმო მდგომარეობა გამოცხადდა