ფეხსაცმელი ფანტასტიკის ჟანრიდან

ფეხსაცმელი ფანტასტიკის ჟანრიდან

Hood By Air-ის 2017 წლის გაზაფხულის კოლექცია ნიუ იორკის მოდის კვირეულის ერთ-ერთი ყველაზე თამამი განაცხადი აღმოჩნდა. შავი, ყვითელი, წითელი, მწვანე და ნაცრისფერი ტონალობების ფეხსაცმელი... ორი წვერით. დიახ, დიახ, ნამდვილად ორი წვერით - რომელთაგან ერთ-ერთიც ქუსლის მაგივრობას სწევს. ამ უცნაურ დიზაინერულ ნამუშევარს, რომელიც კოუბოის ვესტერნულ სტილს მოგაგონებთ, მოდის გამოცემებმა "ორნაბიჯიანი ფეხსაცმელი" უწოდეს.

Hood By Air-ის ორიგინალური ნამუშევარი ქმნის ილუზიას, თითქოს ის, ვინც ფეხსაცმელს ატარებს, ერთდროულად ორ მხარეს მიდის. საინტერესოა, რა აღმოჩნდა დიზაინერების შთაგონების წყარო ამ ნამუშევრის შექმნისას. შესაძლოა, ბრენდის ჩანაფიქრი სწორედ მიმართულებებსა და მათკენ სვლას უკავშირდებოდეს, თუმცა, ვინ იცის? რაკი ბრენდს ჯერჯერობით დიზაინის ინსპირაციის შესახებ კომენტარი არ გაუკეთებია, ისღა დაგვრჩენია, მეტაფორები ჩვენ თვითონ ვეძებოთ.

დაათვალიერეთ ფოტოები ჩვენებიდან

სხვათა შორის, ერთ-ერთმა ქართველმა ინტერნეტმომხმარებელმა ფეხსაცმლის სახელის რამდენიმე სახალისო ვარიაცია მოიფიქრა. გთავაზობთ მის ვერსიებს:

"ტუდა აბრატნები; შენ რომ მიდიოდი მე მოვდიოდები; აქეთ გორასა წიხლსა ვკრავ, იქით გორასა ძვრას ვუზამ; გადი გამოდი გუთანოები; ცალი ფეხი სახლში მიდის ცალი მრჩება უკანაოები".... - წერს ინტერნეტმომხმარებელი.

8 ოქტომბრიდან ახალი მთვარე სასიყვარულო ურთიერთობებს მაგიით აავსებს - ასტროლოგიური  პროგნოზი

კაცმა ყოფილი ცოლის საყვარელს ოჯახის დანგრევის გამო უჩივლა და 750 000 დოლარი მიიღო

მიუსაფარი ქალი ინტერნეტვარსკვლავად იქცა - მეტროში გადაღებულ ვიდეოს მილიონზე მეტი ნახვა აქვს