საქართველოს პრემიერ-მინისტრმა კასპში "ქართული ოცნების" მაჟრიტარი დეპუტატობის კანდიდატი ირაკლი მეზურნიშვილი წარადგინა. წარდგენამდე გიორგი კვირიკაშვილს რამდენიმე მოქალაქემ სხვადასხვა საკითხებზე დახმარება სთხოვა. მათ შორის ერთ-ერთი სოციალური მომსახურების სააგენტოს კასპის ფილიალის ხელმძღვანელის გათავისუფლება იყო, რომელიც პრემიერს სოფელ ქვემო ჭალაში მცხოვრებმა ქალბატონმა სთხოვა.
როგორც მან პრემიერ განუცხადა, სოციალური მომსახურების სააგენტოს ხელმძღვანელმა სოციალური დახმარება იმ ოჯახებს შეუწყვიტა, რომლებიც 2012 წლამდე "ქართული ოცნების" მხარდამჭერები იყვნენ. "მოგვაშორეთ, კასპის ხათუნა გოგორიშვილი შეარქვეს" - მიმართა ქალბატონმა კვირკაშვილს.