"მოქალაქეს ეშინია..." - დავით ბერძენიშვილმა ბიძინა ივანიშვილს პირდაპირ ეთერში დაურეკა

"მოქალაქეს ეშინია..." -  დავით ბერძენიშვილმა ბიძინა ივანიშვილს პირდაპირ ეთერში დაურეკა

"რესპუბლიკური პარტიის" ერთ-ერთმა ლიდერმა დავით ბერძენიშვილმა ბიძინა ივანიშვილთან სატელეფონო საუბრები გაიხსენა. როგორც მან ტელეკომპანია "პირველის" ეთერში, ნინო ჟიჟილაშვილის საავტორო გადაცემაში ჩართვის დროს განაცხადა, ექსპრემიერთან ხშირი სატელეფონო კონტაქტი არ ჰქონია.

"ძალიან იშვიათად ვრეკავდი ივანიშვილთან, სამ-ოთხ თვეში ერთხელ. უაკანასკნელი ზარი ივანიშვილთან იყო მაშინ, გოგი თოფაძემ რომ შემიგვიტია და შემდეგ პროკურორმა საქმე, რომ აღძრა ხიდაშელზე. მაშინ საკმაოდ მკაცრად ვუთხარი, რომ რა არის ეს პროკურორი ხიდაშელის წინააღმდეგ არის, თოფაძე შკევეთებს ასრულებს, რა ხდება მეთქი? მაშინ ივანიშვილს დავურეკე როგორც ამ ყველაფრის სავარაუდო შემკვეთს. ივანიშვილმა თქვა, რომ ეს ყველაფერი მოწესრიგდებოდა",- განაცხადა ბერძენიშვილმა და ამის შემდეგ გადაწყვიტა ექსპრემიერთან ზარი პირდაპირ ეთერში განეხორციელებინა.

გადაცემის წამყვანი დაინტერესდა, როგორც ჰყავდა დავით ბერძენიშვილს ტელეფონში ჩაწერილი ბიძინა ივანიშვილი.

"მისი ნომერი მიწერია "მოქალაქედ". ეხლა არ არსებობს შანსი, არ იცოდეს, რომ მე ვურეკავ. ჩემს ნომერს ის ყოველთვის პასუხობს და პასუხობდა აქამდე. რა ვქნა, ეხლა არ გვპასუხობს, როგორც ჩანს, მოქალაქეს საჯარო საუბრის ეშინია", - აღნიშნა ბერძენიშვილმა.

იხილეთ ვიდეო

"ამ უვიცებს ჰგონიათ, რომ მორჩა, ამოისუნთქეს - აშშ-ის სენატი რომ შეუღრენს, ევროპარლამენტი ჯგუფს შექმნის, დანიელსონი რომ დაშოკეს და მიშელი გადარიეს..." - დავით ბერძენიშვილი

LIVE - ეთერშია გადაცემა Newsroom-ი

"ხელისუფლებაც და ოპოზიციაც ერთად ქმნიან ლუკაშენკოს მმართველობის ქართულ ანალოგს - ვერც ერთი და ვერც მეორე მხარე ვეღარ მოიპოვებს მასობრივ მხარდაჭერას" - ზაზა ფირალიშვილი