სამართალი
მსოფლიო

15

დეკემბერი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის მეთექვსმეტე დღე დაიწყება 16:04-ზე, მთვარე ტყუპშია მშვიდობიანი საქმეები წარმატებით დასრულდება. კაპიტალდაბანდებებს მოერიდეთ. კარგი დღეა იურიდიული საკითხების მოსაგვარებლად, სასამართლო პროცესების დასაწყებად. კარგი დღეა შემოქმედებითი საქმიანობისთვის. გარშემო მყოფებთან ურთიერთობისას გამოიჩინეთ ტაქტი. უფროსს მნიშვნელოვან საკითხებზე საუბრისთვის ნუ შეხვდებით; წვრილ-წვრილი საკითხები მოაგვარეთ. კარგი დღეა დასვენების, მოგზაურობის, ფიზიკური დატვირთვისა და საოჯახო საქმეების შესრულებისთვის. მოერიდეთ ალკოჰოლის მიღებას, მოწევას. არც იშიმშილოთ და არც კუჭი გადატვირთოთ. მოერიდეთ ცხოველური საკვების მიღებას.
საზოგადოება
Faceამბები
მოზაიკა
კულტურა/შოუბიზნესი
სპორტი
სამხედრო
კონფლიქტები
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ამ უვიცებს ჰგონიათ, რომ მორჩა, ამოისუნთქეს - აშშ-ის სენატი რომ შეუღრენს, ევროპარლამენტი ჯგუფს შექმნის, დანიელსონი რომ დაშოკეს და მიშელი გადარიეს..." - დავით ბერძენიშვილი
"ამ უვიცებს ჰგონიათ, რომ მორჩა, ამოისუნთქეს - აშშ-ის სენატი რომ შეუღრენს, ევროპარლამენტი ჯგუფს შექმნის, დანიელსონი რომ დაშოკეს და მიშელი გადარიეს..." - დავით ბერძენიშვილი

ამ უვი­ცებს ჰგო­ნი­ათ, რომ მორ­ჩა, ამო­ი­სუნ­თქეს... 23 მარტს რომ აშშ-ის სე­ნა­ტი შე­უღ­რენს, აშშ-ის დე­ლე­გა­ცი­აც რომ ჩა­მო­ვა, ევ­რო­პარ­ლა­მენ­ტი სა­ქარ­თვე­ლოს ჯგუფს რომ შექ­მნის, და­ნი­ელ­სო­ნი რომ და­შო­კეს და მი­შე­ლი რომ გა­და­რი­ეს, ადეკ­ვა­ტუ­რად კი ვერ აფა­სე­ბენ, - ამის შე­სა­ხებ „რეს­პუბ­ლი­კუ­რი პარ­ტი­ის“ ერთ-ერთი ლი­დე­რი და­ვით ბერ­ძე­ნიშ­ვი­ლი აცხა­დებს.

მი­სი­ვე თქმით, ჯერ არა­ფე­რია დამ­თავ­რე­ბუ­ლი, რად­გან ევ­რო­კავ­ში­რის­თვის სა­ქარ­თვე­ლო სა­ჭი­რო პარტნი­ო­რია.

„ძა­ლი­ან კი არ გა­მიკ­ვირ­და, საღი აზ­რის დე­ფი­ცი­ტის გამო, ხე­ლი­სუფ­ლე­ბის ეს სი­გი­ჟე. და მა­ინც... სულ არ ჰქო­ნი­ათ აზრი, სულ. ადა­მი­ა­ნე­ბი მძევ­ლე­ბად აიყ­ვა­ნეს. ჩვენ ვე­უბ­ნე­ბით - მძევ­ლე­ბის გა­მოშ­ვე­ბის გა­რე­შე შე­უძ­ლე­ბე­ლია ჩვე­ნი მხრი­დან კომ­პრო­მი­სი. გა­მოშ­ვე­ბის პი­რო­ბებ­ში ჯან­და­ბას, რაკი წარ­თმე­ულ, მო­პა­რულ არ­ჩევ­ნებს 2022-მდე ვერ ვიბ­რუ­ნებთ, რა­ი­მე ფორ­მით საკ­მა­ოდ შო­რე­ულ ვა­დებ­ზე შევ­თან­ხმდეთ-თქო და მომ­დევ­ნო არ­ჩევ­ნე­ბის ვა­დებ­ზე კი არ გვე­ვაჭრ­ნენ, უკა­ნო­ნოდ და­პა­ტიმ­რე­ბულ ადა­მი­ა­ნებ­ზეც შეგ­ვეშ­ვი­თო, სხვებ­საც და­ვი­ჭერთ, რამე რომ იყო­სო.

ამ უვი­ცებს ჰგო­ნი­ათ, რომ მორ­ჩა, ამო­ი­სუნ­თქეს... 23 მარტს რომ აშშ სე­ნა­ტი შე­უღ­რენს, აშშ დე­ლე­გა­ცი­აც რომ ჩა­მო­ვა, ევ­რო­პარ­ლა­მენ­ტი სა­ქარ­თვე­ლოს ჯგუფს რომ შექ­მნის, და­ნი­ელ­სო­ნი რომ და­შო­კეს და მი­შე­ლი რომ გა­და­რი­ეს, ადეკ­ვა­ტუ­რად კი ვერ აფა­სე­ბენ. სტოლ­ტენ­ბერ­გმა ღა­რი­ბაშ­ვილს სა­ჯა­როდ ბრი­ფინგზე უთხრა, აზ­რზე მო­დიო, არ აუ­რიო, რომ დაბ­რუნ­დე­ბიო... ბა­ი­დე­ნი პუ­ტინს მკვლელს ეძა­ხის. არ­სე­ბი­თად იც­ვლე­ბა რუ­სე­თი­სად­მი და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბა ამ ად­მი­ნის­ტრა­ცი­ის პი­რო­ბებ­ში. სა­გა­რეო პო­ლი­ტი­კის მი­მარ­თუ­ლე­ბებ­ში სა­ხელ­მწი­ფო მდი­ვან­მა ირან­თან და ჩი­ნეთ­თან ერ­თად ამე­რი­კის მთა­ვარ მო­წი­ნა­აღ­მდე­გე­თა სა­მე­ულ­ში შე­იყ­ვა­ნა რუ­სე­თი. რა ობა­მას გა­დატ­ვირ­თვა და არა­თან­მიმ­დევ­რუ­ლი ტრამ­პის პუ­ტინ­თან პე­რი­ო­დუ­ლი სი­ამ­ტკბი­ლო­ბა?

ათა­სო­ბით კი­ლო­მეტრზე ზე­ვით/ ქვე­ვით, მარ­ჯვნივ/ მარ­ცხნივ და­სავ­ლეთს სა­ქარ­თვე­ლოს მეტი მე­გო­ბა­რი არა ჰყავს, და­ხე­დეთ რუ­კას.....შავ ზღვა­ზე უსაფრ­თხო­ე­ბა­ზე, რუ­სე­თის აგ­რე­სი­ა­ზე ლა­პა­რა­კობს ნა­ტოს გენმდი­ვა­ნი და ღა­რი­ბაშ­ვი­ლი აზ­რზე არაა, რას ეუბ­ნე­ბი­ან..!“- გა­ნა­ცხა­და ბერ­ძე­ნიშ­ვილ­მა.

ცნო­ბის­თვის, „ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბი­სა“ და ოპო­ზი­ცი­ის 9-სა­ა­თი­ა­ნი შეხ­ვედ­რა ძი­რი­თად სა­კი­თხებ­ზე შე­თან­ხმე­ბის გა­რე­შე დას­რულ­და. ევ­რო­პის საბ­ჭოს პრე­ზი­დენ­ტის შარლ მი­შე­ლის სპე­ცი­ა­ლუ­რი წარ­მო­მად­გენ­ლის კრის­ტი­ან და­ნი­ელ­სო­ნის გან­ცხა­დე­ბით, ხე­ლი­სუფ­ლე­ბა­სა და ოპო­ზი­ცი­ას შო­რის მო­ლა­პა­რა­კე­ბე­ბის მო­რი­გი რა­უნ­დის ფარ­გლებ­ში მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი პროგ­რე­სი 6 პუნ­ქტი­დან მხო­ლოდ რამ­დე­ნი­მე სა­კი­თხთან და­კავ­ში­რე­ბით იქნა მიღ­წე­უ­ლი.

რო­გორც და­ნი­ელ­სონ­მა ხან­გრძლი­ვი აუ­დი­ენ­ცი­ის დას­რუ­ლე­ბის შემ­დეგ გა­ნა­ცხა­და, რამ­დე­ნი­მე სა­კი­თხზე ნაკ­ლე­ბი პროგ­რე­სი იყო.

მკითხველის კომენტარები / 49 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
ლელა
113

რა უნამუსო და უტიფრები არიან ეს ძმები ბერძენიშვილები

Anri
96

სამწუხაროდ ყველაფრის აზზრზე არიან,შეიგნეთ მიზანმიმართულად ანადგურებენ ქვეყანას პუტინის დირექტივებით. ასეთი მოღალატე და 30 ვერცხლზე სულგაყიდული მთავრობა ჯერ არ ყოლია საქართველოს

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
პროკურატურა ვიდეოკადრებს აქვეყნებს - "ბათუმში, უნივერსიტეტის დეკანმა და სტუდენტებმა ჯგუფურად სცემეს ორ პირს"
ავტორი:

"ამ უვიცებს ჰგონიათ, რომ მორჩა, ამოისუნთქეს - აშშ-ის სენატი რომ შეუღრენს, ევროპარლამენტი ჯგუფს შექმნის, დანიელსონი რომ დაშოკეს და მიშელი გადარიეს..." - დავით ბერძენიშვილი

"ამ უვიცებს ჰგონიათ, რომ მორჩა, ამოისუნთქეს - აშშ-ის სენატი რომ შეუღრენს, ევროპარლამენტი ჯგუფს შექმნის, დანიელსონი რომ დაშოკეს და მიშელი გადარიეს..." - დავით ბერძენიშვილი

ამ უვიცებს ჰგონიათ, რომ მორჩა, ამოისუნთქეს... 23 მარტს რომ აშშ-ის სენატი შეუღრენს, აშშ-ის დელეგაციაც რომ ჩამოვა, ევროპარლამენტი საქართველოს ჯგუფს რომ შექმნის, დანიელსონი რომ დაშოკეს და მიშელი რომ გადარიეს, ადეკვატურად კი ვერ აფასებენ, - ამის შესახებ „რესპუბლიკური პარტიის“ ერთ-ერთი ლიდერი დავით ბერძენიშვილი აცხადებს.

მისივე თქმით, ჯერ არაფერია დამთავრებული, რადგან ევროკავშირისთვის საქართველო საჭირო პარტნიორია.

„ძალიან კი არ გამიკვირდა, საღი აზრის დეფიციტის გამო, ხელისუფლების ეს სიგიჟე. და მაინც... სულ არ ჰქონიათ აზრი, სულ. ადამიანები მძევლებად აიყვანეს. ჩვენ ვეუბნებით - მძევლების გამოშვების გარეშე შეუძლებელია ჩვენი მხრიდან კომპრომისი. გამოშვების პირობებში ჯანდაბას, რაკი წართმეულ, მოპარულ არჩევნებს 2022-მდე ვერ ვიბრუნებთ, რაიმე ფორმით საკმაოდ შორეულ ვადებზე შევთანხმდეთ-თქო და მომდევნო არჩევნების ვადებზე კი არ გვევაჭრნენ, უკანონოდ დაპატიმრებულ ადამიანებზეც შეგვეშვითო, სხვებსაც დავიჭერთ, რამე რომ იყოსო.

ამ უვიცებს ჰგონიათ, რომ მორჩა, ამოისუნთქეს... 23 მარტს რომ აშშ სენატი შეუღრენს, აშშ დელეგაციაც რომ ჩამოვა, ევროპარლამენტი საქართველოს ჯგუფს რომ შექმნის, დანიელსონი რომ დაშოკეს და მიშელი რომ გადარიეს, ადეკვატურად კი ვერ აფასებენ. სტოლტენბერგმა ღარიბაშვილს საჯაროდ ბრიფინგზე უთხრა, აზრზე მოდიო, არ აურიო, რომ დაბრუნდებიო... ბაიდენი პუტინს მკვლელს ეძახის. არსებითად იცვლება რუსეთისადმი დამოკიდებულება ამ ადმინისტრაციის პირობებში. საგარეო პოლიტიკის მიმართულებებში სახელმწიფო მდივანმა ირანთან და ჩინეთთან ერთად ამერიკის მთავარ მოწინააღმდეგეთა სამეულში შეიყვანა რუსეთი. რა ობამას გადატვირთვა და არათანმიმდევრული ტრამპის პუტინთან პერიოდული სიამტკბილობა?

ათასობით კილომეტრზე ზევით/ ქვევით, მარჯვნივ/ მარცხნივ დასავლეთს საქართველოს მეტი მეგობარი არა ჰყავს, დახედეთ რუკას.....შავ ზღვაზე უსაფრთხოებაზე, რუსეთის აგრესიაზე ლაპარაკობს ნატოს გენმდივანი და ღარიბაშვილი აზრზე არაა, რას ეუბნებიან..!“- განაცხადა ბერძენიშვილმა.

ცნობისთვის, „ქართული ოცნებისა“ და ოპოზიციის 9-საათიანი შეხვედრა ძირითად საკითხებზე შეთანხმების გარეშე დასრულდა. ევროპის საბჭოს პრეზიდენტის შარლ მიშელის სპეციალური წარმომადგენლის კრისტიან დანიელსონის განცხადებით, ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის მოლაპარაკებების მორიგი რაუნდის ფარგლებში მნიშვნელოვანი პროგრესი 6 პუნქტიდან მხოლოდ რამდენიმე საკითხთან დაკავშირებით იქნა მიღწეული.

როგორც დანიელსონმა ხანგრძლივი აუდიენციის დასრულების შემდეგ განაცხადა, რამდენიმე საკითხზე ნაკლები პროგრესი იყო.

"თუ საქართველოში მიმდინარე პროცესებზე 7 ევროპარლამენტარის განცხადება საკმარისი არ არის, მე-8 ვიქნები, ვინც ამ განცხადებას შეუერთდება" - გრეგოროვა

"ტყუილად  შეხვალთ პარლამენტში, გამოგრეკავთ გახარია - საერთოდ "გაფარჩაკებულები" იქნებით" - დავით ჭიჭინაძე ვახტანგ მეგრელიშვილს

"თალაკვაძე უტრიალდებოდა სხვადასხვა პარტიის წარმომადგენლებს, ქაღალდს უშვერდა - თქვენ თუ მოაწერთ ხელს, მეც ვაწერო" - მეგრელიშვილი