როდესაც ცაში მოკაშკაშე ვარსკვლავებს უყურებ, მარტივია დაგავიწყდეს, რომ ეს ყველა შორეული ნათება მზეა. ჩვენი მზის სისტემის ცენტრში ეს მზეები შეიძლება პლანეტების ორბიტები არიან.
”ჩვენ ვფიქრობთ, რომ მხოლოდ ჩვენს გალაქტიკაში ასობით მილიარდი პლანეტაა” - აცხადებს ასტროფიზიკოსი სარა სიგერი. მან მთელი ცხოვრება ეკზოპლანეტებს მიუძღვნა, შორეულ სხეულებს, რომლებზეც შესაძლოა, სიცოცხლე არსებობდეს.
მაგრამ როგორ უნდა გავიგოთ, რომელ პლანეტებზეა მზის სისტემის გარეთ სიცოცხლე? იმის გამო, რომ დისტანცია ძალიან დიდია, ფოტოს ვერ გადავუღებთ და ვერ ვნახავთ, დადის თუ არა ვინმე პლანეტაზე. ამასთან, თუ უცხო პლანეტის არსებები გონიერნი არ არიან, საერთოდ ვერც ფოტოთი აღმოვაჩენთ მათ.
სიგერს წამს, რომ ეკზოპლანეტებზე ბიოლოგიური ნიშნების ამოცნობის ხერხს მიაგნო და ამისთვის საჭიროა გიგანტური ყვავილის ფორმის ხომალდი, რომელსაც შეეძლება მთლიანი ვარსკვლავის შუქის დაჩრდილვა. სიგერის განცხადებით, თუ მსგავსი ხომალდი შეიქმნება, ჩვენ მარტივად შევძლებთ ამოვიცნოთ, უცნობ პლანეტებზე არის თუ არა სიცოცხლე.
მომზადებულია bbc.com-ს მიხედვით.