"საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს" წევრი მალხაზ ჭკადუა "ფეისბუქის" პირად გვერდზე პროკურატურის მიერ დღეს გავრცელებულ ვიდეომასალას ეხმაურება, რომელიც 2011 წლის 26 მაისის აქციის დარბევას ასახავს.
"როგორც 26 მაისის აქციაზე ნაცემ ერთ-ერთ ჟურნალისტს (ჩემზე მეტად დაზარალდნენ სხვები, უბრალოდ მე და ჩემი მეგობარი და კოლეგა Tengo პოლიციის მთავარ სამმართველოში გადაგვიყვანეს ცემისა და შეურაცხყოფის მერე, დავიკარგეთ რამდენიმე საათით, ბოლოს, როგორც იქნა, გამოგვიშვეს) მაინტერესებს: 4 წელი რატომ მოანდომა პროკურატურამ ამ ვიდეოს გამოქვეყნებას? სად ინახებოდა ეს კადრი ან ვინ ინახავდა, რომ მხოლოდ ახლა "აღმოაჩინეს"?
სამართლის აღსრულება და სამართლიანად დამნაშავეთა დასჯა სახელმწიფოს ვალდებულებაა ისევე, როგორც წინასაარჩევნოდ მოქალაქეთა პოლიტიკური მანიპულირებისგან დაცვა.
თანმიმდევრულობა და ზომიერება, - აი, ეს მინდა ახასიათებდეს სახელმწიფოს, სადაც ვცხოვრობ!
P.S. და კიდევ - 2011 წლის 26 მაისს, აქცია არ დაუშლიათ, აქცია დაარბიეს.
განსხვავება დიდია".
იხილეთ ასევე: "მეტი დაკავებული, მეტი პრემია" - ვინ შეასრულა 26 მაისს გაცემული ბრძანება და რა უცნობ კადრებს ასაჯაროვებს პროკურატურა
900 000 ლარის პრემია კუდ-ის თანამშრომლებს - ვინ რამდენი აიღო 26 მაისის აქციის დარბევის შემდეგ