კოსმოსური კვლევების ევროპული ცენტრის ასტროფიზიკოსებმა განაცხადეს, რომ რამდენიმე ასეულ წელიწადში მზემ შესაძლოა, კაცობრიობა დაღუპოს. მათი აზრით, მზემ შესაძლოა მთლიანად დახარჯოს თავისი ენერგია და შედეგად, დაიწყოს იმ პლანეტების და კოსმოსური ობიექტების თავისკენ მიზიდვა, რომლებიც მის სიახლოვეს არიან განლაგებული.
მეცნიერები თვლიან, რომ ორასი წლის შემდეგ დედამიწაზე შეიძლება ძლიერ გაიზარდოს ტემპერატურა, რის გამოც მასზე ცხოვრება შეუძლებელი გახდება. ადამიანები იძულებული გახდებიან დღის საათებში მზეს დაემალონ, ჩვენ პლანეტაზე ადუღდება წყლები, რაც ეკოლოგიას გაანადგურებს.
ასტროფიზიკოსები თვლიან, რომ ეს პროცესი შეუქცევადია. მათი თქმით, მსგავსი რამ მზეს ოთხი მილიარდი წლის წინ დაემართა. მსგავსი განცხადება გააკეთეს ამერიკელმა ასტროფიზიკოსებმა, რომლებიც ხანგრძლივად შეისწავლიდნენ მზის ენერგიის ხარჯვის საკითხს. მზის ბირთვის ტემპერატურამ შესაძლოა, მიაღწიოს 10-15 მილიონ გრადუსს. დროთა განმავლობაში ამის გამო მზე შეიკუმშება და დედამიწას კრიტიკულ წერტილამდე გაათბობს.
მომზადებულია topnews.ru-ს მიხედვით.