როგორ გავარჩიოთ ორიგინალია თუ არა ბრენდული ნივთი და რა უნდა ვიცოდეთ, როცა ჩანთას ვყიდულობთ

როგორ გავარჩიოთ ორიგინალია თუ არა ბრენდული ნივთი და რა უნდა ვიცოდეთ, როცა ჩანთას ვყიდულობთ

იმის გასარკვევად, ორიგინალია თუ არა ესა თუ ის ნივთი, რომელიც მაღალი მოდის ბრენდების სახელით იყიდება, არ არის საჭირო ვიყოთ ექსპერტები. ყოველ ბრენდს აქვს თავისი ნორმები და მნიშვნელოვანი, თუმცა ერთი შეხედვით შეუმჩნეველი დეტალები. მათი ცოდნა საშუალებას მოგცემთ ადვილად გაარკვიოთ, ფალსიფიცირებულია თუ ავთენტური ნივთი, რის შეძენასაც აპირებთ.

დღევანდელ ბლოგში ვისაუბრებთ “ლუი ვიტონის” ყველაზე ცნობილ აქსესუარზე, კერძოდ, ჩანთებზე.

თუ ყიდვის მომენტში არ იმყოფებით “ლუი ვიტონის” მაღაზიაში, მოკალათებული კომფორტულ სავარძელში და თქვენთვის სასურველი სასმელის თანხლებით არ ყიდულობთ ჩანთას, რომლის არჩევაშიც მხოლოდ თქვენზე მომაგრებული, სულ მცირე ოთხ ენაზე მოსაუბრე გამყიდველი გეხმარებათ, მაშინ ყველანაირი უფლება გაქვთ, ეჭვი შეიტანოთ შემოთავაზებული ნივთის ავთენტურობაში.

როგორ მოვიქცეთ, როცა “ლუი ვიტონის” ფირმის ჩანთის ყიდვას გვთავაზობენ?

პირველი, რაც უნდა მოითხოვოთ, არის ჩეკი. ადამიანს, რომელიც გთავაზობთ იყიდოთ ნივთი, სულაც არ უნდა ეუხერხულებოდეს გაჩვენოთ შეძენის დამადასტურებელი ეს ყოვლად რუტინული საბუთი, ვინაიდან ფასის დაფარვას არანაირი აზრი არ აქვს - ამ ბრენდის საიტზე თქვენ უჩეკოდაც გადაამოწმებთ ამა თუ იმ მოდელის ფასს. “ჩეკი დავკარგე” უფრო ”საშინაო დავალება სახლში დამრჩა”-ს ჰგავს.

თუ ჩეკი გაჩვენეს, დააკვირდით, ვინ გასცა: უნდა ეწეროს აუცილებლად “ლუი ვიტონის” საიდენტიფიკაციო კოდი. Privacy-დან გამომდინარე კოდს აქ არ ვწერ, მაგრამ მისი მოძიება ნებისმიერ მსურველს შეუძლია ბრენდის საიტზე.

გაითვალისწინეთ აგრეთვე, რომ ამ ბრენდის ჩანთის ფასები იწყება 650 ევროდან. ვიტონი არასოდეს აკეთებს 10-15%-ზე მეტ ფასდაკლებას და არ აქვს „აუთლეტები“, აქვს მხოლოდ სამარკო მაღაზიები, რომელთა სიაც ბრენდის საიტზე შეგიძლიათ იხილოთ. შესაბამისად, ყველაზე იღბლიანი მყიდველი, ყველაზე იღბლიანი ფასდაკლების დღეს და ყველაზე პატარა ზომის ჩანთასაც კი 550 ევროზე ნაკლებად ვერ იყიდის. შესაბამისად, ამ თანხაზე ნაკლებ ფასად გასაყიდი ვიტონის ჩანთა არ შეიძლება ორიგინალი იყოს.

პირველი, რასაც “ლუი ვიტონის” ყიდვისას უნდა მიაქციოთ ყურადღება, თვითონ ფირმის ლოგოა: აქ L და V ერთი და იმავე ზომის უნდა იყოს, მაგრამ V, L-თან შედარებით, ოდნავ უფრო ზევით უნდა იყოს აწეული

გაგრძელება

8 ოქტომბრიდან ახალი მთვარე სასიყვარულო ურთიერთობებს მაგიით აავსებს - ასტროლოგიური  პროგნოზი

კაცმა ყოფილი ცოლის საყვარელს ოჯახის დანგრევის გამო უჩივლა და 750 000 დოლარი მიიღო

მიუსაფარი ქალი ინტერნეტვარსკვლავად იქცა - მეტროში გადაღებულ ვიდეოს მილიონზე მეტი ნახვა აქვს