10 000 ლარი პოეზიის საღამოსთვის

10 000 ლარი პოეზიის საღამოსთვის

ახალციხის მერია პოეტ ნანა ცინაძის შემოქმედებითი საღამოსთვის ემზადება. ადგილობრივმა თვითმმართველობამ ღონისძიებისთვის ტენდერი 10 800 ლარზე გამოაცხადა.

სატენდერო დოკუმენტაციის თანახმად, ღონისძიება მესხეთის სახელმწიფო დრამატულ თეატრში გაიმართება. ტენდერში გამარჯვებულმა კომპანიამ 10 800 ლარის ფარგლებში ქართული ესტრადის არანაკლებ 3 პოპულარული კვარტეტი უნდა მოიწვიოს, რომლებიც ნანა ცინცაძის ლექსებზე შექმნილ სიმღერებს შეასრულებენ.

ასევე ქართული ესტრადის ხუთი პოპულარული ქალი მომღერალი და არანაკლებ ექვსი ცნობილი ქართველი მომღერალი მამაკაცი, რომელიც შეასრულებს ცნობილი ქართველი პოეტის ნანა ცინცაძის ლექსებზე შექმნილ სიმღერებს.

იხილეთ ვრცლად

”სამხრეთის კარიბჭე”

იმერეთის გუბერნატორის ხელფასი გაორმაგდა

ორი ობლისა და ორი ბებიას შემზარავი გასაჭირი გურიაში

ფოთისა და ყულევის სანაპიროზე საშტორმო მდგომარეობა გამოცხადდა