კასპის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატები და პროგრამებთან აცდენილი დაპირებები

კასპის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატები და პროგრამებთან აცდენილი დაპირებები

კასპის 39-ე საარჩევნო ოლქში მაჟორიტარი დეპუტატობის 10 კანდიდატია რეგისტრირებული. აქედან 9 კანდიდატი პოლიტიკური პარტიების წარმომადგენელია, ხოლო ერთი - საინიციატივო ჯგუფიდან, ყველა მათგანი მამრობითი სქესის არის.

როგორია კანდიდატების წარსული გამოცდილება და დაპირებები:

ირაკლი მეზურნიშვილი - "ქართული ოცნება"

ირაკლი მეზურნიშვილი დაიბადა ქალაქ თბილისში 1985 წელს; იმის გამო, რომ სკოლაში რთულ პერიოდში მოუხდა სწავლა, მშობლებმა გადაწვიტეს ირაკლი მეზურნიშვილისთვის ინდივიდუალური განათლება მიეღებინებინათ.

2000 წელს ირაკლის მამა, უშანგი მეზურნიშვილი დაინიშნა საქართველოს კონსულად მოსკოვში. ოჯახი საცხოვრებლად მოსკოვში გადავიდა. 2002 წელს ჩაირიცხა მოსკოვის სახელმწიფო საერთაშორისო ინსტიტუტში ("მგიმი"). 2006 წელს გახდა საერთაშორისო სამართლის ბაკალავრი; "მგიმოში" სწავლის პერიოდში დააარსა დამოუკიდებელი ქართული კლუბი, რომელშიც ქართული სტუდენტები გააწევრიანა.

2010-2013 წლებში მუშაობდა რუსეთის ერთ-ერთ უდიდეს კვლევით ანალიტიკურ ცენტრში, პარალელურად, კითხულობდა ლექციებს რუსეთის ფინანსთა სამინისტროს უნივერსიტეტში. 2013 წელს დაბრუნდა საქართველოში. ამჟამად კითხულობს ლექციებს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში საერთაშორისო ეკონომიკის თემაზე.

იგი საუბრობს ეკონომიკური ზრდის დაჩქარების 4 პუნქტიან გეგმაზე. ეკონომიკური რეფორმა ორიენტირებული იქნება კერძო სექტორის მაქსიმალურ ხელშეწყობასა და წახალისებაზე.

ვახტანგ ბეჟიტაშვილი – "თავისუფალი დემოკრატები"

ვახტანგ ბეჟიტაშვილი დაიბადა 1978 წელს 15 სექტემბერს ქალაქ კასპში. 1995 წელს დაამთავრა გენერალ მაზნიაშვილის სახელობის სოფელ სასირეთის საშუალო სკოლა, 1999 წელს თბილისის ივანე ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის საერთაშორისო ეკონომიკური ურთიერთობების სპეციალობა.

1999-2000 წლებში მუშაობდა სს "საქგაზის" სპეციალისტად; 2002-2004 წლებში შპს "ტრანსკასპის" დირექტორად, 2004-2005 წლებში შპს თბილისის საპატრულო პოლიციის პატრულ-ინსპექტორად;

2012-2014 წლებში დააფუძნა სოფლის მეურნეობის პროდუქციის ლიდერი ექსპორტიორი კომპანია FRUITILIA. 2012 წელს დააფუძნა საზოგადოებრივი ორგანიზაცია "გიორგი მაზნიაშვილის ქართული სოფელი". არის კასპის მუნციპალიტეტის საკრებულოს დეპუტატი.

ეკონომიკური პროგრამა: "კასპის მუნიციპალიტეტს გააჩნია უდიდესი პოტენციალი მრავალი მიმართულებით, მე მაქვს საკმარისი ცოდნა და გამოცდილება იმისათვის, რომ შევძლოთ ბიუჯეტის ზრდა და ჩვენი თანამოქალაქეთა დასაქმება, თუ ეკონომიკური კეთილდღეობის უზრუნველყოფა."

ნუგზარ ნონიაშვილი - "ნაციონალური მოძრაობა"

ნუგზარ ნონიაშვილი დაიბადა კასპში 1978 წლის 28 ივნისს. დაამთავრა კასპის #-1 საშუალო სკოლა, ასევე დაამთავრა საქართველოს აგრარული უნივერსიტეტი, მიენიჭა მაგისტრის ხარისხი აგროინჟინრის კვალიფიკაციით.

შემდეგ დაიწყო მუშაობა თავდაცვის სამინისტროს კომანდოს ბატალიონში, შეასრულა სამხედრო მისია ერაყში. ასევე იმუშავა თბილისის საერთაშორისო აეროპორტში, უშიშროების სამსახურში.

2006 წელს დაინიშნა კასპში მუნიციპალიტეტის გამგებლის მოადგილედ და დაჰყო 2012 წლამდე. ამჟამად, "ნაციონალური მოძრაობის" კასპის თავმჯდომარეა. პარალელურად, მუშაობს კასპის ცემენტის ქარხანაში მტვირთავად.

ეკონომიკური რეფორმების კუთხით ნუგზარ ნონიაშვილი გუნდთან ერთად აპირებს საგადასახადო რეგულაციების გაუქმებას და ბიუროკრატიის შემცირებას.

იხილეთ ვრცლად

შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრი

იმერეთის გუბერნატორის ხელფასი გაორმაგდა

ორი ობლისა და ორი ბებიას შემზარავი გასაჭირი გურიაში

ფოთისა და ყულევის სანაპიროზე საშტორმო მდგომარეობა გამოცხადდა