რომელ კერძზე გადის მამაკაცის გულისკენ მიმავალი გზა მისი ზოდიაქოს ნიშნის მიხედვით

რომელ კერძზე გადის მამაკაცის გულისკენ მიმავალი გზა მისი ზოდიაქოს ნიშნის მიხედვით

როგორც ამბობენ, "მამაკაცის გულისკენ მიმავალი გზა, კუჭზე გადის" და ეს მრავალნაცადი, უდავო ჭეშმარიტებაა. თუმცა მამაკაციც არის და მამაკაციც. ზოდიაქოს თორმეტი ნიშანი, თორმეტ ფსიქოტიპად იყოფა; შესაბამისად, ჩვენი საყვარელი მამრების სასურველი მენიუც სხვადასხვაგვარია. მოდი, ერთად გადავავლოთ თვალი სტატისტიკას, რომელის მიხედვითაც ასტროლოგები მამაკაცის გასტრონომიულ მიდრეკილებებსა და ზოდიაქოს ნიშანს შორის ავლებენ პარალელს...

ვერძი

როგორც წესი, ზოდიაქოს ამ ნიშნით დაბადებული მამაკაცები, განსაკუთრებული პრეტენზიულობით არ გამოირჩევიან საკვებთან მიმართებაში. მათ უმრავლესობას ცხოვრების ძალზე აქტიური რეჟიმი აქვს, ამიტომ ვერძების საყვარელი საკვები ფასთ-ფუდებში მზადდება. თუმცა, სახლშიც რომ მოუმზადოთ გემრიელი ჰამბურგერი ან ტოსტი, სიამოვნებით მიირთმევს.

კურო

თუკი ქალების იმ კატეგორიას განეკუთვნებით, ვინც სამზარეულოს გზა ვარაუდით იცის და თქვენი ცოდნა კულინარიაში, მხოლოდ ყავის მოდუღებით შემოიფარგლება, გირჩევთ კურო მამაკაცთან კავშირს ნურასოდეს დაიჭერთ. იგი ის კაცი არ არის, რომელიც ნებას მოგცემთ ნახევარფაბრიკატებით ან კონსერვებით კვებოთ. კურო ჭეშმარიტი, მიწიერი მამრია. ამიტომ საკვებიც ტრადიციული უყვარს. ხორიციანი, ცხარე კერძები. გემრიელი წვნიანი და, რა თქმა უნდა, დესერტად – ტკბილეული.

ტყუპი

ტყუპი მამაკაცების უმრავლესობა, იშვიათად გამოირჩევა საკვებთან დაკავშირებული ჭირვეულობით. თუმცა პრობლემა ის არის, რომ გემოვნება ხშირად ეცვლება. ამიტომ დღეს თუ თქვენ მიერ მომზადებული არაჟნიანი ბორშჩის ქებით გამოგიჭედავთ ყურებს, ხვალ შეიძლება იგივე ბორშჩი ამრეზით გადადოს განზე და სულაც ტაილანდური ნუდელსის გაკეთება დაგიკვეთოთ სახლის პირობებში. თუმცა, არც ისაა გამორიცხული, მთელი დღის მანძილზე ჩიპსებსა და ლუდზე გადაიაროს საინტერესო ფილმს ან ფეხბურთის მატჩზე მიშტერებულმა.

კირჩხიბი

როცა კირჩხიბ მამაკაცს უკავშირებთ ცხოვრებას, უნდა იყოთ მზად იმისთვის, რომ სამზარეულოს გაყოფა დედამთილთან ერთად (თუ გყავთ საერთოდ ასეთი) მეუღლესთანაც მოგიწევთ. დიახ, დიახ არ მოგესმათ, კირჩხიბი მამრები ჩინებული მზარეულები არიან და მათ უმრავლესობას სიამოვნებას ანიჭებს საკვების მზადების პროცესი. კიბო კუჭით იმართება, შესაბამისად, ნებისმიერ კირჩხიბში დევს კულინარიული ხელოვნების სიყვარული. მთავარია, მასში ეს დაფარული ნიჭი გააღვიძოთ და შემდგომში, თავისუფლად შეგეძლებათ სამზარუელოს არსებობა მხოლოდ და მხოლოდ სადილ-ვახშმის პერიოდში გაიხსენოთ... განაგრძეთ კითხვა

8 ოქტომბრიდან ახალი მთვარე სასიყვარულო ურთიერთობებს მაგიით აავსებს - ასტროლოგიური  პროგნოზი

კაცმა ყოფილი ცოლის საყვარელს ოჯახის დანგრევის გამო უჩივლა და 750 000 დოლარი მიიღო

მიუსაფარი ქალი ინტერნეტვარსკვლავად იქცა - მეტროში გადაღებულ ვიდეოს მილიონზე მეტი ნახვა აქვს