დედოფლისწყაროში ლევან ბეჟაშვილის საარჩევნო ბანერი დაიწვა

დედოფლისწყაროში ლევან ბეჟაშვილის საარჩევნო ბანერი დაიწვა

დედოფლისწყაროში, ცენტრალურ ქუჩაზე "ნაციონალური მოძრაობის" სიღნაღი-დედოფლისწყაროს მაჟორიტარობის კანდიდატის ლევან ბეჟაშვილის საარჩევნო ბანერს ცეცხლი გაუჩნდა. შემთხვევა გუშინ დილას, დაახლოებით 05:30 საათზე მოხდა. პარტიის დედოფლისწყაროს ორგანიზაციის წარმომადგენლის ლევან ბაღაშვილის თქმით, "ქართული ოცნების" ერთი ჯგუფი ღამით დადის და მათ სააგიტაციო მასალებს აზიანებს.

"ამ ბანერის დაწვამდე სოფელ ხორნაბუჯსა და დედოფლისწყაროში, ბაზრის მიმდებარე ტერიტორიაზე დაჭრეს და მოიპარეს ბეჟაშვილის საარჩევნო ბანერები. ძალიან აგრესიული მიდგომა აქვს "ქართული ოცნების" ერთ ჯგუფს", - განუცხადა კახეთის საინფორმაციო ცენტრს ლევან ბაღაშვილმა.

იხილეთ ვრცლად

კახეთის საინფორმაციო ცენტრი

იმერეთის გუბერნატორის ხელფასი გაორმაგდა

ორი ობლისა და ორი ბებიას შემზარავი გასაჭირი გურიაში

ფოთისა და ყულევის სანაპიროზე საშტორმო მდგომარეობა გამოცხადდა