დიეტოლოგები ირწმუნებიან, რომ ჭამის დროს თუ წყალს დააყოლებთ საკვებს, საჭმლის გადამუშავების პროცესი შეფერხდება, რითაც კუჭის პრობლემები წარმოიქმნება.
კუჭის პრობლემებს ხშირად ჭამის პროცესში რაიმე სითხის მიყოლების ჩვევა იწვევს, იქნება ეს ჩაი, ყავა, წვენი თუ წყალი, არ აქვს მნიშვნელობა.
დღის ნებისმიერ მონაკვეთში საკვების მიღების დროს კუჭი გამოყოფს საკვების გადამამუშავებელ წვენს, რომელიც აუცილებელია მიღებული საკვების მოსანელებლად. როდესაც ჭამის შემდეგ სასმელს ვაყოლებთ, ხდება კუჭის წვენის კონცენტრაციის ამღვრევა, რითაც ფერხდება გადამუშავების პროცესი.
სიტუაცია რთულდება თუ ადამიანი ტკბილ სასმელს სვამს ჭამის პროცესში: ასეთ დროს კუჭში გაზები გამოიყოფა, რაც ორგანიზმს წამლავს. ამიტომ ეცადეთ სითხე საკვების მიღებიდან რამდენიმე წუთის მანძილზე არ დალიოთ.
მომზადებულია mignews.com-ს მიხედვით.