"ეს არის უპასუხისმგებლო და იდიოტური პოზიცია..." - რას წერს ფილოლოგი ლევან გიგინეიშვილი არჩევნებში მონაწილეობის შესახებ

"ეს არის უპასუხისმგებლო და იდიოტური პოზიცია..." - რას წერს ფილოლოგი ლევან გიგინეიშვილი არჩევნებში მონაწილეობის შესახებ

ფილოლოგი ლევან გიგინეიშვილი "ფეისბუქის" პირად გვერდზე არჩევნებში მონაწილეობასთან დაკავშირებით პოსტს აქვეყნებს:

"არცთუ იშვიათად ამ ბოლო დროს მესმის აპათიური დამოკიდებულება არჩევნების მიმართ: "ყველა ერმანეთზე უარესია", "არავის არ მივცემ ხმას" ა.შ. ა.შ. ეს არის უპასუხისმგებლო და იდიოტური პოზიცია, "იდიოტური" ძველბერძნული გაგებით, რადგან ბერძნულ დემოკრატიულ ქალაქში ასეთებს "ცალკე მდგომს" ანუ "ιδιοτης"-ს უწოდებდნენ და მათ მოქალაქის სრულყოფილი უფლება ჩამორთმეული ჰქონდათ. არჩევნებში მონაწილეობა არის ნებისმიერი მოქალაქის მინიმალური სამოქალაქო მოვალეობა, გაცილებით მეტად სწორედაც რომ მოვალეობა და არა მხოლოდ უფლება. ყველა რომ ცუდი იყოს, კიბატონო, მაინც მოვალეობა გვაკისრია ცუდებში ნაკლებ ცუდი ავირჩიოთ, უარესებში ნაკლებ უარესი, ამისთვის დავხარჯოთ დრო და ენერგია, გავანძრიოთ ტვინი და ზნეობრივი სიმები, ვიკითხოთ სტატიები, ვადევნოთ თვალი პოლიტიკურ მოვლენებს, გავიგოთ მეტი პოლიტიკოსების შესახებ, მოვუსმინოთ ინტერვიუებს, მოვიწონოთ, აღვშფოთდეთ, დავგმოთ, ვუგულშემატკივროთ; სხვანაირად, აპათიის ვითარებაში აუცილებლად უარესი იხეირებს. იმის ფატალისტური ფიქრი, რომ აქაოდა "მოსახდენი მაინც მოხდება" - მცდარია. დავუშვათ მართლა მოიგო იმან, ვინც გინდოდა - ნუთუ სირცხვილის გრძნობა არ გაგიჩნდება, რომ ეს კარგი საქმე შენი მონაწილეობის გარეშე მოხდა? და თუ ცუდმა მიაღწია წარმატებას, ასევე სირცხვილია, რომ ეს შენმა აპათიამ გამოკვება. ოთხი წლის წინ არჩევნებზე, მახსოვს, რიჩარდ ნორლანდის ჩასვლა ზუგდიდში იყო მძლავრი სიგნალი და გაფრთხილება, რომ არჩევნებს მშვიდად და სამართლიანად ჩაევლოთ, მაგრამ ეს სიგნალიც ფუჭად ჩაივლიდა, რომ საქართველოს მოსახლეობა მასიურად და მთელი აზარტით არ გამოსულიყო არჩევნებზე, თორემ ის, რაც მოხდა ხაშურში, სადაც შეიარაღებულმა სპეცდანიშნულების რაზმმა იარაღი იხმარა და საარჩევნო ყუთები გაიტაცა, შესაძლოა მთელი ქვეყნის მასშტაბით მომხდარიყო, ხალხის უპრეცედენტო აქტიურობამ კი ეს შეუძლებელი გახადა. ასე რომ ფატალიზმი უბრალოდ მცდარია! ვისაც არ ვუჭერდეთ მხარს, თუნდაც ვცდებოდეთ, თუნდაც უარესებს შორის ნაკლებუარესის არჩევა იყოს, მაინც ვალდებულები ვართ გავიდეთ არჩევნებზე და ჩვენი უხმობა ბოროტებას არ გამოვაყენებინოთ, ბოროტება კი მარტო რომელიმე პოლიტიკური ძალა კი არ არის, რომელმაც შეიძლება ქვეყანა ახალ განსაცდელში ჩააგდოს, არამედ ბოროტება პირველ რიგში თავად ჩვენი აპათიაა, ეს სულის დამბლა და უაზარტობაა მთავარი ბოროტება და პიროვნული გადაგვარება, მიუხედავად იმისა, თუ რა პოლიტიკური რეალობა შეიქმნება არჩევნების შედეგად - "საზარელია დადგომა უგრძნობელობის გზაზედა".

"ჩემი ლედი" - ლელა წურწუმიას და "მამულიჩას" ემოციური ფოტო კონცერტის კულისებიდან

ჰააგაში, უძველესი ტაძრის სამრეკლოდან გია ყანჩელის მელოდიები მისი ხსოვნის პატივსაცემად აჟღერდა

"მშვიდობით..." - სოფიკო შევარდნაძე "ინსტაგრამზე" გია ყანჩელის იტორიულ ფოტოს აქვეყნებს