იცოდით, რომ ემოციებმა შეიძლება ფიზიკური ტკივილი გამოიწვიოს? ექიმი სუზან ბაბელი, ფსიქოლოგი, რომელიც დეპრესიით გამოწვეულ ტრამვებს სწავლობს, წერს: "კვლევები ცხადყოფენ, რომ ქრონიკული ფიზიკური ტკივილი შეიძლება მხოლოდ ფიზიკური ტრავმის კი არა, ემოციური ფონის ბრალი იყოს." რას ნიშნავს კონკრეტული ტკივილები, რომლებსაც ადამიანი განიცდის? მოდი, გავარკვიოთ.
1. თავის ტკივილი
თავის ტკივილი შეიძლება იყოს ყოველდღიური სტრესის შედეგი. ყოველდღე გამონახეთ დრო განსატვირთად, გააკეთეთ რამე, რაც დაძაბულობას შეამსუბუქებს.
2. ტკივილი კისრის არეში
ეს ნიშანია იმისა, რომ სხვების პატიებას ვერ ახერხებთ. დაიწყეთ მიტევებაზე ფიქრი.
3. ტკივილი მხრების არეში
ეს რეალური ემოციური წნეხის მანიშნებელია. გაუზიარეთ პრობლემა ახლობლებს და ნუ შეეჭიდებით მას მარტო.
4. ტკივილი ზურგის არეში
დიდი ალბათობით, ემოციური მხარდაჭერა გაკლიათ. თავს უსიყვარულოდ გრძნობთ. თუ შეყვარებული არ გყავთ, დროა ძებნა დაიწყოთ.
5. ტკივილი იდაყვებში
ნუ აღუდგებით წინ ცვლილებებს. თუ იდაყვები გტკივათ, ნიშნავს, რომ კომპრომისებზე არ მიდიხართ, ამიტომ კარგად გაიაზრეთ მომავალი გარდაქმნები.
6. ხელების ტკივილი
ხელების ტკივილი მიანიშნებს იმას, რომ საკმარისად არ უღებთ ადამიანებს გულს. გაიჩინეთ ახალი მეგობრები, თანამშრომლებთან საერთო ენა გამონახეთ.
7. ტკივილი მუხლებში
მუხლებში ტკივილი დიდი ეგოს ბრალი შეიძლება იყოს. საკუთარ თავზე შესაძლოა გადაჭარბებული წარმოდგენა გაქვთ. იყავით თავმდაბალი და არ დაგავიწყდეთ სხვებზე ზრუნვა.
8. ტკივილი ტერფის არეში
დეპრესიის დროს ფეხების ტკივილი ხშირია. ბევრი ნეგატივი ფეხის არეზე აისახება. ეძიეთ პატარა ბედნიერებები ცხოვრებაში.
მომზადებულია inspireactachieve.com-ს მიხედვით.