ირაკლი ოქრუაშვილისთვის ცეცხლის გახსნაში ბრალდებული მამაკაცი დაკავებულია

ირაკლი ოქრუაშვილისთვის ცეცხლის გახსნაში ბრალდებული მამაკაცი დაკავებულია

შინაგან საქმეთა სამინისტრო ირაკლი ოქრუაშვილისთვის ცეცხლის გახსნაში ბრალდებულ ალექსანდრე ინდუაშვილის დაკავებას ადასტურებს.

როგორც "ინტერპრესნიუსს" შსს-ში განუცხადეს, ალექსანდრე ინდუაშვილი შსს-ში თავად გამოცხადდა, რის შემდეგაც მისი დაკავება მოხდა. ინდუაშვილი, რომელიც ოქრუაშვილის საარჩევნო კომპანიის დროს ცეცხლის გახსნაშია ბრალდებული, პოლიციას დაახლოებით ერთი საათის წინ ჩაბარდა. აღნიშნულის შესახებ ჟურნალისტებს ინდუაშვილის შვილმა განუცხადა.

ოჯახის ინფორმაციით, ინდუაშვილი ამ წუთებში შსს-ს შიდა ქართლის დეპარტამენტში იმყოფება.

გორში, მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატს, თავდაცვის ექს-მინისტრ ირაკლი ოქრუაშვილს ამომრჩევლებთან შეხვედრის დროს ცეცხლი ორი დღის წინ გაუხსნეს. როგორც ოქრუაშვილმა განაცხადა, ამომრჩევლებს თანმხლებ პირებთან ერთად რკინიგზის სადგურის დასახლებაში ხვდებოდა, როდესაც მისი მიმართულებით ერთ-ერთმა ადგილობრივმა ცეცხლსასროლი იარაღიდან რამდენჯერმე გაისროლა. დაჭრილია ოქრუაშვილის თანმხლები ორი ადამიანი. ორივე მათგანი საავადმყოფოშია გადაყვანილი.

მომხდარზე შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება იმავე დღეს დაიწყო. საქმე სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე და 236-ე მუხლებით მიმდინარეობს, რაც ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებასა და ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა, შენახვა, ტარებას გულისხმობს.

დაპირისპირება თბილისის ცენტრში - რამდენიმე მამაკაცი ფიზიკურად გაუსწორდა

"სათამაშო ბიზნესი "ქართულ ოცნებაში" ე.წ. შავ სალაროს ავსებს" - ვინ მფარველობს ონლაინკაზინოებს?

პოლიციელებმა 35 წლის მამაკაცის გატაცებაში ფული აიღეს? - რა ახალ დეტალებს ამჟღავნებს "კურიერი" რუსთავში მომხდარი მკვლელობის შესახებ