რას აპროტესტებენ ბიზნესმენი მერაბ ფერაძე და მისი 200–მდე თანამშრომელი

რას აპროტესტებენ ბიზნესმენი მერაბ ფერაძე და მისი 200–მდე თანამშრომელი

ბიზნესმენ მერაბ ფერაძის ორგანიზებით, ლაგოდეხის რაიონში მისივე კომპანიების თანამშრომლებმა უკვე მეორე საპროტესტო აქცია გამართეს. ამჯერად საპროტესტო აქცია საქართველოს ეროვნული ბანკის გადაწყვეტილებას მოჰყვა, რომლითაც აკრძალვები და შეზღუდვები დაუწესდა მერაბ ფერაძის ოჯახის საკუთრებაში არსებულ შპს "საფინანსო კომპანია საქართველოს". ბიზნესმენის განცხადებით, ის ხელისუფლებას ორ-სამ დღეს აძლევს რეაგირებისათვის, რომ არ შეწყდეს სამედიცინო ცენტრის და სხვა საწარმოების ფუნქციონირება. მერაბ ფერაძე საპარლამენტო არჩევნებშიც მონაწილეობს. ის ლაგოდეხი – ყვარელის საარჩევნო ოლქში მაჟორიტარობის დამოუკიდებელი კანდიდატია.

3 ოქტომბერს სოფელ აფენში გამართულ აქციაში 200-მდე ადამიანი მონაწილეობდა, ძირითადად მერაბ ფერაძის კუთვნილი საწარმოების თანამშრომლები. აქციის მონაწილეებმა მერაბ ფერაძის საკუთრებაში არსებული სამედიცინო ცენტრის და სხვადასხვა საწარმოების შესაძლო დახურვა გააპროტესტეს, რასაც მათი თქმით, ეროვნული ბანკის მიერ მიღებული გადაწყვეტილება გამოიწვევს.

"ასეთი ვარაუდია, რომ ეს საავადმყოფო იხურება. ამ საავადმყოფოს იმედად ვართ. ხალხს არ გვაქვს იმის საშუალობა, რომ ავადმყოფი შორს წავიყვანოთ და სანამ იქიდან სასწრაფო მოვა, ჩვენ დავიხოცებით", - უთხრა კახეთის საინფორმაციო ცენტრს სოფელ ბაღდათში მცხოვრებმა ელვირა გიგოლაევმა.

აქციის მონაწილეებს სიტყვით მიმართეს, სამედიცინო ცენტრის საზოგადოებასთან ურთიერთობის მენეჯერმა ქეთევან ყაველაშვილმა, კლინიკის მენეჯერმა ირმა მამუკიშვილმა და ცენტრის თანამშრომლებმა.

ქეთევან ყაველაშვილის განცხადებით, მას შემდეგ, რაც ცოტა ხნის წინ, მერაბ ფერაძე პარლამენტის მაჟორიტარი დეპუტატობის დამოუკიდებელ კანდიდატად დარეგისტრირდა, ეროვნულმა ბანკმა თბილისში მოქმედი მისი კომპანია დააყადაღა. ყაველაშვილის თქმით, ეროვნული ბანკის გადაწყვეტილება ლაგოდეხში მდებარე საწარმოების დახურვასაც გამოიწვევს და დაახლოებით 500-მდე ადამიანი უმუშევრად დარჩება.

"ბატონ მერაბ ფერაძეს აქვს ძალიან დიდი ზეწოლა ეროვნული ბანკიდან. ეს განხორციელდა არჩევნებამდე ორი კვირით ადრე. ეს ყველაფერი ხდება მიზანმიმართულად. ის ობიექტი, რომელიც მას დაუყადაღეს, არის ხერხემალი ყველა ამ ბიზნესისა. ის რომ გაჩერდება, აქ კლინიკაც გაჩერდება. აქეთ იმდენი ობიექტებია, ლუდის ქარხანა, ლიმონათის ქარხანა, წარმოებები, რესტორნები და ა.შ. ლამის 500 კაცი ჰყავს დასაქმებული. თუ ბატონ მერაბ ფერაძეს რამე აქვს არაკანონიერად, ხომ შეიძლება ყველაფერი იყოს მართვადი და გამოსწორებადი", - აღნიშნა ქეთევან ყაველაშვილმა.

იხილეთ ვრცლად

კახეთის საინფორმაციო ცენტრი

იმერეთის გუბერნატორის ხელფასი გაორმაგდა

ორი ობლისა და ორი ბებიას შემზარავი გასაჭირი გურიაში

ფოთისა და ყულევის სანაპიროზე საშტორმო მდგომარეობა გამოცხადდა