9 კვირის ბიჭუნა "ზღარბის ვარცხნილობით" ინტერნეტვარსკვლავად იქცა

9 კვირის ბიჭუნა "ზღარბის ვარცხნილობით" ინტერნეტვარსკვლავად იქცა

9 კვირის ბიჭუნა გიგანტური თმით ინტერნეტვარსკვლავად იქცა. ჯუნიორ კოქს ნუნის დანახვაზე გამვლელები ჩერდებიან და ესალმებიან. ახალშობილს სიამოვნებს ხალხის ყურადღება. როგორც ბავშვის დედა, 32 წლის ჩელსი ნუნი ამბობს, როდესაც ცდილობს, რომ ქუდი დაახუროს, პატარა ტირილს იწყებს. ჯუნიორს დაუმორჩილებელმა თმამ ზედმეტსახელი "დათუნია" არგუნა.

იხილეთ ვიდეო

"როდესაც მაღაზიაში მიმყავს, ყველა თავს დატრიალებს და მას აშტერდება. სულ მესმის, ღმერთო, შეხედეთ ამ ბავშვის თმასო. შემდეგ მოდიან და მთხოვენ, თუ შეიძლება შევეხოთო. ჯუნიორიც არაა წინააღმდეგი, სულ იღიმის. ყველა მეკითხება, აპირებთ, რომ შეჭრათო? მაგრამ იმდენად უნიკალური თმა აქვს, ჯობს ასე დავტოვო”, - ყვება ბავშვის დედა.

მომზადებულია www.thesun.co.uk-ს მიხედვით

8 ოქტომბრიდან ახალი მთვარე სასიყვარულო ურთიერთობებს მაგიით აავსებს - ასტროლოგიური  პროგნოზი

კაცმა ყოფილი ცოლის საყვარელს ოჯახის დანგრევის გამო უჩივლა და 750 000 დოლარი მიიღო

მიუსაფარი ქალი ინტერნეტვარსკვლავად იქცა - მეტროში გადაღებულ ვიდეოს მილიონზე მეტი ნახვა აქვს