მიხეილ სააკაშვილის პასუხი ინტერნეტმომხმარებლებს - "ძვირფასო ქოცებო - იქნებ ეს ვიდეოც ფაბრიკაციაა?!"

მიხეილ სააკაშვილის პასუხი ინტერნეტმომხმარებლებს - "ძვირფასო ქოცებო - იქნებ ეს ვიდეოც ფაბრიკაციაა?!"

საქართველოს ექსპრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი მის ფოტოსთან დაკავშირებით, რომელსაც სოციალურ ქსელში დიდი განხილვა მოჰყვა, განმარტებას აკეთებს. სააკაშვილი ინტერნეტმომხმარებლების საპასუხოდ ვიდეოს აქვეყნებს, წარწერით:

"ზოგიერთი, ივანიშვილის ჯერ კიდევ დარჩენილი მომხრე, ამტკიცებს, რომ თურმე ფოტოები, რომლებიც აქ იდება დაფოტოშოპებულია. ძვირფასო ქოცებო - იქნებ ეს ვიდეოც ფაბრიკაციაა?!

ჩემს ხელთ არსებული ზუსტი ინფორმაციით ივანიშვილს, დღეს სუსმა მოახსენა, რომ აქციაზე იყო ზუსტად 6548 ადამიანი. აბა რააა".

ცოტა ხნის წინ სააკაშვილის მიერ გამოქვეყნებულ ფოტოს, რომელზეც "ნაციონალური მოძრაობის" აქციაა გადაღებული, სოციალურ ქსელში დიდი განხილვა მოჰყვა. ინტერნეტმომხმარებლების ნაწილი წერს, რომ სურათი ფოტოშოპით არის დამუშავებული.

წაიკითხეთ: "ანძა რა უყავი ბიჭოოო..." - მიხეილ სააკაშვილის მიერ გამოქვეყნებულ ფოტოს "ფეისბუქზე" აქტიურად განიხილავენ

"ჩემი ლედი" - ლელა წურწუმიას და "მამულიჩას" ემოციური ფოტო კონცერტის კულისებიდან

ჰააგაში, უძველესი ტაძრის სამრეკლოდან გია ყანჩელის მელოდიები მისი ხსოვნის პატივსაცემად აჟღერდა

"მშვიდობით..." - სოფიკო შევარდნაძე "ინსტაგრამზე" გია ყანჩელის იტორიულ ფოტოს აქვეყნებს