წარმოუდგენელი საჩუქრები, რომელსაც ცნობილი კომპანიები თანამშრომლებს უკეთებენ

წარმოუდგენელი საჩუქრები, რომელსაც ცნობილი კომპანიები თანამშრომლებს უკეთებენ

ჩვენი უმრავლესობა დღის დიდ ნაწილს სამსახურში ვატარებთ, ამიტომ მნიშვნელოვანია ოფისში გატარებული თითოეული წუთი სასიამოვნო იყოს.

Glassdoor-ს მიხედვით, 57%-ზე მეტი დასაქმებული ამბობს, რომ ხელფასის მომატებაზე მეტად მათთვის სხვა სახის კომფორტია მნიშვნელოვანი. გთავაზობთ იმ კომპანიების ჩამონათვალს, რომელთა თანამშრომლებიც სხვადასხვა უპირატესობებით სარგებლობენ.

Accenture: სქესის შეცვლა

კომპანია სქესის შეცვლის ხარჯებს ფარავს თავისი თანამშრომლებისთვის, რითიც ხაზს უსვამს, რომ იცავს LGBTQ თემის უფლებებს და პატივს სცემს თანამშრომლების არჩევანს.

Adobe: ერთკვირიანი დასვენება ზამთარ-ზაფხულ

კომპანია დეკემბერში ერთ კვირით აჩერებს მუშაობას და ასვენებს თანამშრომლებს. იგივეს აკეთებს ზაფხულშიც.

Airbnb: მოგზაურობის სტიპენდია

კომპანია თანამშრომლებს 2 000 დოლარიან სტიპენდიას აძლევს სამოგზაუროდ მსოფლიოს ნებისმიერ კუთხეში.

Epic Systems Corp.: 4-კვირიანი შვებულება

კომპანია თანამშრომლებს დამატებით, ანაზღაურებად 4-კვირიან შვებულებას სთავაზობს მათი კრეატიული უნარების განსავითარებლად.

Twitter: უფასო კვება

"ტვიტერის" თანამშრომლებს კომპანია სამჯერად უფასო კვებას სთავაზობს დღის განმავლობაში. გარდა ამისა, თანამშრომლებს შესაძლებლობა აქვთ ისარგებლონ კვალიფიკაციის ასამაღლებელი უფასო კურსებით.

წაიკითხეთ გაგრძელება

8 ოქტომბრიდან ახალი მთვარე სასიყვარულო ურთიერთობებს მაგიით აავსებს - ასტროლოგიური  პროგნოზი

კაცმა ყოფილი ცოლის საყვარელს ოჯახის დანგრევის გამო უჩივლა და 750 000 დოლარი მიიღო

მიუსაფარი ქალი ინტერნეტვარსკვლავად იქცა - მეტროში გადაღებულ ვიდეოს მილიონზე მეტი ნახვა აქვს