რით ააფეთქეს გივი თარგამაძის მანქანა და იყო თუ არა დაგეგმილი "დიდი მსხვერპლი" - ექსერტ-კრიმინალისტის შეფასებები

რით ააფეთქეს გივი თარგამაძის მანქანა და იყო თუ არა დაგეგმილი "დიდი მსხვერპლი" - ექსერტ-კრიმინალისტის შეფასებები

"დაგეგმილი იყო თუ არა ავტომანქანაში ადამიანების ლიკვიდაცია, ამაზე საუბარი რთულია" - ამის შესახებ ექსერტ-კრიმინალისტმა, ზაზა ალთუნაშვილმა დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" წევრის, გივი თარგამაძის მანქანის აფეთქებასთან დავაკშირებით განაცხადა.

ექსპერტი მიიჩნევს, რომ დახურულ სივრცეში მომხდარი აფეთქების დროს მსხვერპლი გარდაუვალი იქნებოდა. მისი ვარაუდით, აფეთქება ყველასათვის ხელმისაწვდომი ნივთიერებით მოხდა.

იხილეთ ვიდეო

"სათვალთვალო კამერების ჩანაწერების და აფეთქების ტრაექტორიის მიხედვით, შეიძლება ვივარაუდოთ, რომ აფეთქების დროს გამოყენებული იყო ისეთი მასალა, რომელსაც სამხედრო დანიშნულების და საბრძოლო მოქმედებებების დროს იყენებენ, თუმცა მისი სისრულეში მოყვანა შეუძლებელია, ე.წ. ტროტილის გარეშე, ეს ტროტილი კი ყველასთვის ხელმისაწვდომია. გამოიყენება სამრეწველო დანიშნულებისთვისაც. გაიჟღერა, რომ დისტანციური მართვის მოწყობილობიდან მოხდა აფეთქება, თუმცა ამას ძიება დაადგენს და ამას სჭირდება მტიკიცებულებები. სავარაუდოდ, არ იყო დაგეგმილი დიდი მსხვერპლი, რადგან დახურულ სივრცეში მსხვერპლი გარდაუვალი იქნებოდა", - განაცხადა ზაზა ალთუნაშვილმა.

ასევე წაიკითხეთ: თარგამაძის მანქანის აფეთქების მთავარი ვერსია - ბომბი უკუღმა?!

მისივე თქმით, იმის დადგენა, თუ რა მოცულობის ნივთიერება იქნა გამოყენებული, ცოტა რთულია.

"დაზიანებების გათვალისწინებით, გამოყენებული იყო ის მასა, რომელიც შესაძლებელს გახდიდა ის შედეგი დამდგარიყო, რაც დადგა, ამიტომ ამის დადგენა, რა მოცულობის ნივთიერება იქნა გამოყენებული, ცოტა რთულია. დაახლოებით საუბარია 100-150 გრამის ოდენობის ტროტილზე", - განაცხადა ზაზა ალთუნაშვილმა.

ექსპერტი დაუშვებლად მიიჩნევს, რომ მომხდარი გივი თარგამაძეს სცოდნოდა, რადგან მისივე განმარტებით, ამ შემთხვევაში თარგამაძე დაზღვეული არ იყო.

ასევე წაიკითხეთ: როგორ ეხმაურებიან გივი თარგამაძის მანქანის აფეთქებას ცნობილი ქართველები "ფეისბუქში"

დაპირისპირება თბილისის ცენტრში - რამდენიმე მამაკაცი ფიზიკურად გაუსწორდა

"სათამაშო ბიზნესი "ქართულ ოცნებაში" ე.წ. შავ სალაროს ავსებს" - ვინ მფარველობს ონლაინკაზინოებს?

პოლიციელებმა 35 წლის მამაკაცის გატაცებაში ფული აიღეს? - რა ახალ დეტალებს ამჟღავნებს "კურიერი" რუსთავში მომხდარი მკვლელობის შესახებ