დაპირისპირება ცესკოსთან - ენმ-ს აქციაზე გიორგი გაბედავას ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს

დაპირისპირება ცესკოსთან - ენმ-ს აქციაზე გიორგი გაბედავას ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს

ცენტრალურ საარჩევნო კომისიასთან მიმდინარე "ნაციონალური მოძრაობის" საპროტესტო აქციაზე ყოფილ პოლიტპატიმარს, გიორგი გაბედავას ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს. გაბედავა "ნაციონალური მოძრაობის" აქციაზე მივიდა და ცესკოში შესვლამდე პარტიის ლიდერებისგან ითხოვდა პასუხს, რატომ დააკავეს ის უკანონოდ მიხეილ სააკაშვილის მმართველობის დროს.

ამის შემდეგ გაბედავას შელაპარაკება აქციის მონაწილეებთან მოუვიდა, რა დროსაც მას ცესკოსთან მყოფმა ერთ-ერთმა პირმა ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა. მას აქციის მონაწილეები, რუსეთის აგენტს უწოდებდნენ. გაბედავას საფეთქელთან აქვს დაზიანება მიყენებული.

არსებული ინფორმაციით, სამართალდამცველებმა ამ ინციდენტის დროს ლევან მამულაშვილი დააკავეს. ამ დროისთვის პოლიტპატიმრის სტატუსით გათავისუფლებული გიორგი გაბედავა საპატრულო პოლიციის ეკიპაჟით, ცენტრალური საარჩევნო კომისიის ტერიტორიიდან გაიყვანეს.

ცენტრალურ საარჩევნო კომისიასთან "ნაციონალური მოძრაობის" წევრები გამაფრთხილებელ აქციას მართავენ. ისინი ცესკოს შედეგებს უნდლობლობას უცხადებენ და ამბობენ, რომ "ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ" სხვა პოლიტიკურ ოპონენტებზე დიდი უპირატესობით გამარჯვება მოიპოვა.

იხილეთ ვიდეო: დაპირისპირება ცესკოსთან - რა მოჰყვა გიორგი გაბედავას მისვლას "ნაციონალების" აქციაზე

ასევე წაიკითხეთ: "ნაციონალების" აქციაზე პოლიციამ ერთი პირი დააკავა

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა

ვანო ზარდიაშვილი პარლამენტს ტოვებს - "ჩემ უკან დგას ჩემი ოჯახი და მცირეწლოვანი შვილები..."