"ფეისბუქზე" არჩევნების შედეგებს ეხმაურებიან

"ფეისბუქზე" არჩევნების შედეგებს ეხმაურებიან

მართალია ცესკო-ს საპარლამენტო არჩევნების შედეგები ჯერ ბოლომდე დათვლილი არ აქვს და საზოგადოებამ მხოლოდ გარკვეული ნაწილის შედეგი იცის, თუმცა არჩევნების შედეგებს სოციალურ ქსელში არაერთგვაროვანი შეფასებები მოჰყვა. გთავაზობთ რამდენიმე "ფეისბუკსტატუსს":

ზაზა ფირალიშვილი, ფილოსოფოსი:

"მთავარი, ალბათ, ის კი არ არის, რომ ორპარტიული პარლამენტი მივიღეთ. ასეთი რამე ჩვეულებრივი მოვლენაა ბევრ ქვეყანაში. მთავარი ისაა, რომ კვლავ ძველი და მობეზრებული კონფიგურაცია მობრუნდა. კიდევ ოთხი წელი მოგვიწევს ბევრი ისეთი მავანის ყურება, უფრო სატირული ჟურნალების პერსონაჟებს რომ ჰგვანან. ასეთებმა იმრავლეს კიდეც. ამას დაუმატეთ ისიც, რომ ოპოზიციური ძალა კატეგორიულად არის ქვეყნის მოსახლეობის დიდი ნაწილისათვის მიუღებელი და მას მხოლოდ საპროტესტო მუხტის მითვისება და გაფანტვა ძალუძს. როგორც არ უნდა მიწყინონ, ეს ასეა. ხელისუფლებას არ ჰყავს სრულფასოვანი ოპონენტი. ამიტომაც არსებობს საფრთხე, რომ პოლიტიკური ცხოვრება კვლავ შემთხვევითი პოლიტიკური დემაგოგების ხელში ჩავარდება. ასეთი პარლამენტი ქვეყნის სტაბილური განვითარების გარანტი ვერ იქნება. ისევ იმის იმედი თუ გექნება კაცს, რომ მმართველ პარტიაშიც და ოპოზიციაშიც რამდენიმე ადამიანს მაინც ესმის, თუ რა ცუდი სურათი მივიღეთ. დიდი ვერაფერი იმედია, მაგრამ სხვა რა გზაა?!

ის, რაც ქართულ პოლიტიკურ სპექტრში ხდება, სხვა არაფერია, თუ არა (როგორც ამას უცხოელებმა უწოდეს) "ფეოდალური პოლიტიკური პლურალიზმი." პოლიტიკური პარტიები "ერთადერთი და განუმეორებელი" ფეოდალების ხელშია, კბილებით რომ იცავენ თავის სამფლობელოებს. იდეოლოგიურ ტყუპისცალებს საერთო ენა ვერ უპოვნიათ. მავანთა პიროვნული მესიანიზმით ჩნდება და ქრება კარიკატურული პოლიტიკური წარმონაქმნები. თუ ადრე ამას რაღაც გამართლება მაინც ჰქონდა, დღეს უკვე ამუხრუჭებს ქვეყნის განვითარებას. პოლიტიკურ და პიროვნულ ნარცისიზმზე აღარაფერს ვიტყვი. სამარცხვინოა, ნარცისივით იქცეოდე და ასეთი შედეგები გქონდეს. იდეოლოგიური სნობიზმი და ზერელობა ხომ კიდევ ცალკე პრობლემაა. მოკლედ ვართ იქ, სადაც ვართ".

ია ანთაძე, ჟურნალისტი:

"ზუსტად არ ვიცით, რა შედეგი იქნება საბოლოოდ - რამდენი პარტია გადალახავს ბარიერს, შევა თუ არა ინაშვილის პარტია პარლამენტში, ან ექნება თუ არა "ოცნებას" საკონსტიტუციო უმრავლესობა. მაგრამ შედეგებზე ფიქრისას უნდა გავითვალისწინოთ, რომ რასაც მივიღებთ, ეს არის საქართველოს მოსახლეობის ინფორმირებული, გაუყალბებელი, არაძალადობრივი არჩევანის შედეგი".

თეა ბარამაშვილი, ჟურნალისტი:

"არც მიშა ჩამოდის საქართველოში, არც სანდრა ჩადის ზუგდიდში და არცა შიოლა ყოფილა".

პაატა ქურდაძე, მწერალი:

"გვარამიამ "რუსთვი 2"-ის ეგზიტპოლშიც კი როგორ გადააგდო თავისი "საყვარელი პოლიტიკოსი" შალვა ნათელაშვილი! უნამუსობასაც

ხომ აქვს საზღვარი! რა სატიკად და დაუნდობლად დამთავრდა 2016 წლის წინასაარჩევნო ყველაზე ბედნიერი და მთავარი "ლავ სთორ..." ან სამწუხარო სხვა ამბავი იქნება განა, შალიკოსა და ჯულიეტოვნას ამბავისთანა"?!

მერაბ მეტრეველი, ჟურნალისტი:

"სიცრუეა, იმის მტკიცება, რომ საკონსტიტუციო უმრავლესობა "ოცნებას" ხალხმა მისცა. ხალხს ამხელა ძალაუფლება არ მიუცია. ხალხმა 50 პროცენტიც კი არ მისცა. უმრავლესობასაც ვერ აიღებგნენ ნორმალურ ქვეყანაში. აქ საკონსტიტუციო აიღეს, რადგან დანაპირები არ შეასრულეს და მაჟორიტარული არჩევნები არ გააუქმეს".

არჩილ გამზარდია, ექსპერტი:

"ვინმემ თქვა, რომ წააგო "ნაციონალურმა მოძრაობამ"? მე მგონია, რომ მოგებულები უფრო არიან... იმ დროს, როცა საპარლამენტში ოპოზიციურ ორბიტაზე არც უნდა იყვნენ, არათუ პირველები, არამედ ერთადერთებიც აღმოჩნდნენ, როგორც ჩანს"

ნიკა გვარამია, "რუსთავი 2"-ის გენერალური დირექტორი:

"მოქალაქეთა კავშირი დაბრუნდა.

არჩევნები გააყალბეს ჩაყრებით, ყუთების მოპარვებით, ოპოზიციის ბიულეტენების გაბათილებით, მილიონერი მაჟორიტარობის კანდიდატების მიერ ხალხის მოსყიდვით, ქუჩის ბიჭების მიერ "პალაჟენიის" დაყენებით, სამეგრელოში "პარტიზანების" კრიმინალური დაჯგუფების ტერორით. ინაშვილს 5%ზე ევაჭრებიან, როგორც ისინი თოფაძეს 7%ზე ევაჭრებოდნენ. მალე ალბათ ლარი გაკუპონდება, შუქი, გაზი და წყალი გრაფიკით გვექნება და შსს-ს ფანჯრებიდან ხალხი დაიწყებს ცვენას.

Welcome back to the 90's, Georgia"

გიორგი ზურაბიშვილი, ტელეწამყვანი:

"მიუხედავად იმისა, რომ შემდეგი ოთხი წლის განმავლობაში ალბათ ყველაზე ცუდი პარლამენტი გვექნება, თავისუფალი ადამაინები და თავისუფალი თაობა მაინც შევძლებთ იმას, რომ ჩვენი უბრალო ცხოვრებით, მონდომებით და სიყვარულით საზოგადოება განვავითაროთ. Fuck the bullshit, live life, and represent love!"

ცოტნე გამსახურდია, ყოფილი პილიტპატიმარი:

"ნეტავ რა გიხარიათ ზოგს? მათ ვგულისხმობ, ვინც ხელისუფლებაში არაა და პირადი "ხეირი" არაფერი აქვს. მივიღეთ პარლამენტი, რომელსაც ქმნიდა მიშა 2008 წელს: საკონსტიტუციო უმრავლესობით და ნომინალური, ფასადური ოპოზიციით! მხოლოდ გვარ-სახელებია სხვა. ასეთ ცდუნებას "ოცნება" კიარა, მაჰათმა განდი და ვაცლავ ჰაველიც ვერ გაუმკლავდებოდნენ.

და 4 წელი თქვენი წრუწუნი არ ისმოდეს!"

გოგა ჩანადირი, ფოტოგრაფი:

"მეცხრე მოწვევის როგორი პარლამენტიც ავირჩიეთ, პატივი უნდა ვცეთ.

მოგვწონს თუ არა. მემარცხენეა, მემარჯვენე, რუსეთუმე თუ დასვლეთისკენ მიმართული.

ეს ჩვენი სახეა. ნაღებს აქვს ის შემადგენლობა, რაც ძირშია.

არაფერი განსაკუთრებული.

მაშინ, წასულიყავით არჩევნებზე და ხმა მიგეცათ.

ვისწავლოთ გამარჯვება, დამარცხება, აღიარება"

ნინო ზურიაშვილი, ჟურნალისტი:

"პროდასავლურ პარტიებს არ ეყოთ პოლიტიკური პრაგმატიზმი და გონიერება, რომ დაეძლიათ ძალაუფლების სიყვარული და გაურკვეველი ამბიციები და არ გაერთიანდნენ. არ გაერთიანდნენ აბსოლიტურად ერთ პლათფორმაზე მყოფი პარტიები!!! და მიიღეს კიდეც 1-2-3 პროცენტი... წყალს გაატანეს შუაშისტების ხმები და იმედებიც, რომ პარლამენტში შევიდოდა მესამე ახალი, გაწონასწორებული, პროდასავლური ძალა..."

თაკო ჩხეიძე, მოდელი:

"ძალიან დასანანია რომ არსებული შედეგებით, გვეყოლება ორპარტიული პარლამენტი. იმის მაგივრად რომ გვყოლოდა უმცირესობაში ისეთი პარტიები როგორიცაა თავისუფალი დემოკრატები, რესპუბლიკელები, ეროვნული ფორუმი, ბურჯანაძე და ა.შ. გვყავს ისევ მახინჯი, ბოროტი, ნაცები...

ვადანაშაულებ ზემოთ ჩამოთვლილ პარტიებს, რომლებმაც ბრძოლა დაუწყეს ქართულ ოცნებას..."

ლალი მოროშკინა, პიარტექნოლოგი:

"პირველად ცხოვრებაში ბრძოლის სურვილი აღარ მაქვს,

პორველად ცხოვრებაში ვიგრძენი რა არის

"გაყიდული თამაში"!

მე არასოდეს აღარ ვიბრძოლებ

იმ ქვეყნისთვის,სადაც ჯალათს

მეტ პატივს სცემენ ვიდრე პატრიოტს!

დიდი მადლობა იმ ადამიანების

ჯარს,

ვინც გვერდზე დამიდგა და მიწამა...

მე ვუბრუნდები ბიზნესს,

მე არ ვაპირებ არანაირ

საპროტესტო აქციაში

მონაწილეობას,

რადგან ვთვლი,

რომ ეს კიდევ უფრო დააზიანებს ჩემს პაწაწინა გაყიდულ საქართველოს...

P.S მაინც უნდა ვთქვა რა...

აი სულ რომ ცოცხები გიყარონ,

ციხეები გადაავსონ და

და საბოლოოდ კოლონიას დაგვამსგავსონ ჩემდა თავად ხმის ამომღების...."

ინგა გრიგოლია, ჟურნალისტი:

"პაატა ბურჭულაძის შემოსვლამ ქართულ პოლიტიკაში და მთელმა იმ სკანდალებმა, რაც მისი გამოჩენის დღიდან არჩევნების დღემდე განვითარდა ახალი პოლიტიკური ძალის წიაღში და გარშემო, ჩემი აზრით , გარკვეულწილად განაპირობა ახალი ძალის ან მესამე ძალის მოსურნე ამომრჩევლის პასიურობა ამ არჩევნებში და მივიღეთ ის სურათი, რაც მივიღეთ. ბევრ ადამიანში იყო ახლის მოლოდინი,რომელიც სრული ილუზია აღმოჩნდა და თითქმის ყველა მიხვდა, რომ ახალი ძალის დამკვიდრება ქართულ პოლიტიკაში არ მოხერხდა,ეს გაცილებით ადრე გაირკვა, ვიდრე არჩევნების დღე დადგებიდა.ხოდა აღარ მივიდა არჩევნებზე ის ხალხი,ვინც არც "ოცნებას "აძლევდა ხმას და არც "ნაციონალებს"და ვისაც დანარჩენი პარტიები უკვე ნანახი ჰყავდა აქტიური მოქმედების რეჟიმშიც და პასიურშიც და ახლის მოლოდინიც საპნის ბუშტივით გასკდა. სანამ ძლიერი ახალი პოლიტიკური ცენტრი არ შეიქმნება, მანამდე იქნება ჩვენი პოლიტიკა ორ პოლუსიანი"

"ჩემი ლედი" - ლელა წურწუმიას და "მამულიჩას" ემოციური ფოტო კონცერტის კულისებიდან

ჰააგაში, უძველესი ტაძრის სამრეკლოდან გია ყანჩელის მელოდიები მისი ხსოვნის პატივსაცემად აჟღერდა

"მშვიდობით..." - სოფიკო შევარდნაძე "ინსტაგრამზე" გია ყანჩელის იტორიულ ფოტოს აქვეყნებს