"მე ვარ დღეს ყველაზე ბედნიერი ადამიანი" - რას წერს ნათია ფანჯიკიძე მეუღლის პოლიტიკიდან წასვლაზე

"მე ვარ დღეს ყველაზე ბედნიერი ადამიანი" - რას წერს ნათია ფანჯიკიძე მეუღლის პოლიტიკიდან წასვლაზე

ფსიქოლოგი ნათია ფანჯიკიძე ფეისბუქის პირად გვერდზე მისი მეუღლის, ირაკლი ალასანიას პოლიტიკიდან წასვლის გადაწყვეტილებას ეხმაურება:

"რამდენი ვითმინე, რომ ირაკლისთვის არ დამესწრო ჰოპლას დაძახება. უსაყვარლესო ადამიანებო, დიდი მადლობა ყოველ თქვენგანს, ვისგანაც ჩემმა საყვარელმა ადამიანებმა მიიღეს ნდობა, მაგრამ საბოლოო შედეგებით რადგან დადგა იგივე ოთხწლიანი კოჰაბიტირებული მომავალი, როგორი ოთხიც უკვე გავიარეთ, ამდენი იგივეობის წიაღში ჩამყაყებას და ნაცების და ქოცების ორთაბრძოლების კომენტატორობას ირაკლისთვის ჯობს აკეთოს უფრო დინამიური, სერიოზული და საინტერესო საქმე.

ნახეთ ფოტოგალერეა: ირაკლი ალასანია პოლიტიკაში და პოლიტიკის გარეშე... (15 ფოტო)

მე ვარ დღეს ყველაზე ბედნიერი ადამიანი, ქართული პოლიტიკის, ამ სიბინძურის, ბოღმის, უხეში, გაურანდავი და ბლაგვი ენერგიის ველიდან გავდივარ ბოლოსდაბოლოს. ერთი დარდი დამრჩა, - უდანაშაულო პატიმრები და იმედი მაქვს, ან მთავარსარდალი შეიწყალებს იმპიჩმენტამდე, ან კვირიკაშვილს აღარ დასჭირდება მათი ციხეში ყოფნა პოლიტიკური მანიპულაციისთვის და "სასამართლოს" სამართლის აღსრულების ნებას მისცემს. მე კი მომილოცეთ თავისუფლება, ვისაც გიყვარვართ და თვლით, რომ ცუდი ქალი არ ვარ, ვგიჟდები ცხოვრების უღელტეხილებზე, ახალ სივრცეში რომ გადაყავხარ. გზაში რომ რესტორანში გაჩერდები, ეგ ეტაპი მაქვს, - ჯერ უნდა ვიზეიმო ხან მეგობრებთან, ხან ორმა ერთად, მერე კი გზის გადასვლა და ისევ საქმე, საინტერესო და ბევრი საქმე, პოლიტიკის გარეშე.

ვაშა სიცოცხლეს, თავისუფლებას, თავგადასვლებს, ახალ და ფერად რეალობებს, არა ჩამყაყებას, არა იგივეობას, არა შემგუებლობას. მიყვარხართ და მინდა იყოთ მხიარულები, რეალიზებულები და ბედნიერები" - წერს ფანჯიკიძე.

"თავისუფალი დემოკრატების" ლიდერი ირაკლი ალასანია პოლიტიკიდან მიდის. ამის შესახებ ალასანიამ დღეს გამართულ საგანგებო ბრიფინგზე განაცხადა.

"ჩემი ლედი" - ლელა წურწუმიას და "მამულიჩას" ემოციური ფოტო კონცერტის კულისებიდან

ჰააგაში, უძველესი ტაძრის სამრეკლოდან გია ყანჩელის მელოდიები მისი ხსოვნის პატივსაცემად აჟღერდა

"მშვიდობით..." - სოფიკო შევარდნაძე "ინსტაგრამზე" გია ყანჩელის იტორიულ ფოტოს აქვეყნებს