თუშეთის გზაზე მომხდარ ავარიას ორი ბავშვი ემსხვერპლა: "სავარაუდოდ, გზა ვეღარ დაინახეს და ხრამში გადავარდნენ"

თუშეთის გზაზე მომხდარ ავარიას ორი ბავშვი ემსხვერპლა: "სავარაუდოდ, გზა ვეღარ დაინახეს და ხრამში გადავარდნენ"

თუშეთის გზაზე, თორღვას აბანოს მიმდებარე ტერიტორიაზე "ლენდკრუიზერის" მარკის ავტომობილი დაახლოებით 60 მეტრის სიმაღლიდან ხრამში გადავარდა. ავტომობილით ისრაელის მოქალაქეები მგზავრობდნენ. ისინი თუშეთიდან ბარში ბრუნდებოდნენ. შემთხვევის შედეგად 5 და 10 წლის ბავშვები ადგილზე დაიღუპნენ, საავადმყოფოში არიან გადაყვანილები მათი მშობლები, ასევე 7 და 11 წლის ბავშვები.

როგორც კახეთის საინფორმაციო ცენტრს სამაშველო სამსახურის უფროსმა ნიკოლოზ ყლარტიაულმა განუცხადა, 112-ზე შეტყობინება გუშინ, 22:00 საათის შემდეგ შევიდა. სამაშველო სამსახურის თანამშრომლებმა ერთი გარდაცვლილი და 4 დაშავებული ამოიყვანეს, 5 წლის ბავშვს კი ვერ პოულობდნენ. სამძებრო სამუშაოები დილამდე გაგრძელდა. ბავშვის ცხედარი გამთენიისას იპოვეს.

თუშეთში გამგებლის წარმომადგენლის ლადო კახოიძის ინფორმაციით, ავტოსატრანსპორტო შემთხვევის მიზეზი სავარაუდოდ, ნისლი გახდა. "გზაზე მწყემსებს ვკითხე და მითხრეს, რომ ცუდი ამინდი იყო, ჭექა-ქუხილი, რის შემდეგაც ხეობაში ნისლი ჩამოწვა. სავარაუდოდ, გზა ვეღარ დაინახეს და ხრამში გადავარდნენ", - აღნიშნა კახოიძემ.

იხილეთ ვიდეო

იხილეთ ვრცლად

კახეთის საინფორმაციო ცენტრი

იმერეთის გუბერნატორის ხელფასი გაორმაგდა

ორი ობლისა და ორი ბებიას შემზარავი გასაჭირი გურიაში

ფოთისა და ყულევის სანაპიროზე საშტორმო მდგომარეობა გამოცხადდა