"სამსუნგმა" Galaxy Note 7-ის გაყიდვა შეაჩერა

"სამსუნგმა" Galaxy Note 7-ის გაყიდვა შეაჩერა

Samsung- მა ახალი სმარტფონის Galaxy Note 7-ის გაყიდვა შეაჩერა. კომპანიის გადაწყვეტილება სმარტფონის ხარვეზს უკავშირდება.

"სამსუნგმა" სმარტფონი გაყიდვაში აგვისტოში ჩაუშვა, ნოვაციების შეთავაზების მიუხედავად, აღმოჩნდა, რომ ტელეფონის დამუხტვისას ელემენტი აფეთქდა. მოგვიანებით გაირკვა ისიც, რომ ხელოსანთან შეკეთებული ტელეფონი იგივე შედეგს იძლეოდა. საზოგადოებისთვის ცნობილი გახდა ისიც, რომ აშშ-ის ხელისუფლება მოსახლეობას სთხოვდა, თვითმფრინავებში"სამსუნგის" ეს მოდელი არ აეტანათ.

BBC-ის ცნობით, კომპანიის წარმომადგენლებმა მოიწვიეს დაზარალებული მომხმარებლები და ცდილობენ დაადგინონ ზუსტი პრობლემა, თუ რატომ ფეთქდება ტელეფონი.

"ჩვენი კომპანიის ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტი ჩვენი მომხმარებლის უსაფრთხოებაა, ამიტომ, ვთხოვთ ჩვენს პატრნიორებსა და მომხმარებლებს, დროებით შეაჩერონ Galaxy Note 7-ის გაყიდვა", - აღნიშნულია კომპანიის ოფიციალურ განცხადებაში.

მომხმარებლებს, რომელთაც აღნიშნული სმარტფონის ორიგინალი მოდელები აქვთ, კომპანია მოუწოდებს დროებით გამორთონ ტელეფონები და დამოუკიდებლად არ ეცადონ ხარვეზის გამოსწორებას.

როგორც აღმოჩნდა, დაფიქსირდა მინიმუმ 2 შემთხვევა, როცა მომხმარებელს დეფექტური სმარტფონი ჩაუნაცვლეს ახალი მოდელით, მაგრამ ელემენტის დამუხტვისას ისიც აფეთქდა.

ხარვეზიანი ელემენტის აღმოჩენის შემდეგ, კომპანია იძულებული გახდა სხვა ახალი მოდელი გამოეშვა. სწორედ ამიტომ, სექტემბერში "სამსუნგმა" შეწყვიტა Galaxy Note 7-ის გამოშვება და ძალიან მალე თითქოს განახლებული მოდელი გამოუშვა. კომპანია არწმუნებდა მომხმარებელს, რომ ახალი მოდელი სრულიად უსაფრთხო იყო და არ შეიცავდა არანაირ ხარვეზს, თუმცა სმარტფონის აფეთქების შემთხვევები კიდევ დაფიქსირდა.

შეგახსენებთ, რომ "სამსუნგმა" სმარტფონი მომხმარებელს აგვისტოში წარუგინა და მახასიათებლებით ტელეფონი წამყვანი ანდროიდი უნდა გამხდარიყო, სწორედ მას უნდა გაეწია კონკურენცია iPhone 7-სთვის.

ეკა გადახაბაძე

AMBEBI.GE

8 ოქტომბრიდან ახალი მთვარე სასიყვარულო ურთიერთობებს მაგიით აავსებს - ასტროლოგიური  პროგნოზი

კაცმა ყოფილი ცოლის საყვარელს ოჯახის დანგრევის გამო უჩივლა და 750 000 დოლარი მიიღო

მიუსაფარი ქალი ინტერნეტვარსკვლავად იქცა - მეტროში გადაღებულ ვიდეოს მილიონზე მეტი ნახვა აქვს