"რა მოხდება თუ "ნაციონალური მოძრაობა" არჩევნების მეორე ტურს ბოიკოტს გამოუცხადებს?" - ნინო დანელიას ვერსია

"რა მოხდება თუ "ნაციონალური მოძრაობა" არჩევნების მეორე ტურს ბოიკოტს გამოუცხადებს?" - ნინო დანელიას ვერსია

რა მოხდება თუ "ნაციონალური მოძრაობა" არჩევნების მეორე ტურს ბოიკოტს გამოუცხადებს? თემასთან დაკავშირებით საკუთარ ვერსიას "ფეისბუქის" პირად გვერდზე მედიაექსპერტი ნინო დანელია აქვეყნებს:

"ასე თუ ისე, ჩაცხრა არჩევნების ვნებათაღელვა და შეგვრჩა ვითარება, როდესაც მმართველ პარტიას ირმას გარეშე თუ მასთან ერთად, ექნება საკონსტიტუციო უმრავლესობა. დასავლური ორიენტაციის მქონდე ლიბერალური პატარა პარტიები გაქრნენ საპარლამენტო ტრიბუნიდან.

ამ ვითარებაში ნაცების მხრიდან ბოიკოტის შედეგი იქნება ის, რომ: 1. ოცნების კრიტიკა იქნება კიდევ უფრო კონსერვატიული და პრორუსული ფლანგიდან, რაც ოცნებას ფორმალურად მაინც ოპონენტზე უკეთესად წარმოაჩენს; ეს დასწევს ქართული პოლიტიკის თამასას. 2. არ იქნება პროფესიული კამათი და არ გამოჩნდება იმ გადაწყვეტილებების ალტერნატივა, რასაც ქართული ოცნება მიიღებს. 3. გაიზრდება რუსული, ანტიდასავლური, ჰომოფობიური რიტორიკა.

4. ბოიკოტი იქნება დიდი უპასუხისმგებლობა ქვეყნის და იმ ნახევარ მილიონამდე ამომრჩევლის წინაშე, ვინც მათ ხმა მისცა.

მგონი მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება უნდა მიიღოს ხვალ პოლიტსაბჭომ: დარჩეს 9 წლის აგრესიულ რიტორიკაში თუ საბოლოოდ გააანალიზოს, გაიაზროს წარსული და წავიდეს წინ, თუ მას ამის რესურსი შერჩა".

"ჩემი ლედი" - ლელა წურწუმიას და "მამულიჩას" ემოციური ფოტო კონცერტის კულისებიდან

ჰააგაში, უძველესი ტაძრის სამრეკლოდან გია ყანჩელის მელოდიები მისი ხსოვნის პატივსაცემად აჟღერდა

"მშვიდობით..." - სოფიკო შევარდნაძე "ინსტაგრამზე" გია ყანჩელის იტორიულ ფოტოს აქვეყნებს