1. მოქსოვილი სამოსი რომ არ «იკბინებოდეს» და არ აიბურძგვნოს: ხმარებამდე, მოათავსეთ პარკში და შედეთ საყინულეში 10 სთ-ს მანძილზე. შემდეგ, ჩადეთ თბილ წყალში, რომ «გადნეს». ნართიც დარბილდება და ზემოთ აღნიშნული პრობლემებიც არ შეგაწუხებთ.
2. სიგარეტის ან ნებისმიერი სხვა სუნი რომ მოაცილოთ სამოსს, უნდა შეურიოთ არაყი წყალს: 1 წილი არაყი - 3 წილი წყალი და პულვერიზატორით მიაპკუროთ ნივთებს. სუნი მაშინვე გაქრება.
3. ტანსაცმლიდან ტონალური კრემის მოსაცილებლად, გარეცხვის წინ, პრობლემური ადგილი, საპარსი ქაფით ან კრემით დაამუშავეთ.
4. ტუჩის საცხის ლაქის მოცილება კი, თმის ლაკით არის შესაძლებელი: ლაქას უნდა დაასხათ ლაკი, გააჩეროთ რამდენიმე წუთი, წყლით ამორეცხეთ და მხოლოდ ამის შემდეგ მოათავსეთ სარეცხ მანქანაში.
5. ზამშის ფეხსაცმელის გაწმენდა შეიძლება ფრჩხილების რბილი ქლიბით.
6. თოვლისა და მარილის ლაქების მოცილება ტყავის ფეხსაცმლიდან, შესაძლებელია წყლისა და ძმრის ნაზავით: წყალი 2 წილი - ძმარი 1 წილი. დაასველეთ ძმრიან წყალში კბილის რბილი ჯაგრისი და დაამუშავეთ პრობლემური ადგილები.
7. ლაქიან ფეხსაცმლზე გაკაწრული ადგილების აღსადგენად, გამოიყენება ვაზელინი, ხოლო მისთვის ძველებური იერსახის დასაბრუნებლად, შეგიძლიათ გამოიყენოთ ფანჯრის საწმენდი საშუალება.
8. იგივე პრობლემის (ნაკაწრი, გაცვეთა) მოგვარება ტყავის ფეხსაცმელებთან დაკავშირებით, შეიძლება კანის დამატენიანებელი ლოსიონით: აიღეთ ხელსახოცი ან პატარა ზომის ქსოვილი, დაასველეთ მცირე რაოდენობის ლოსიონში და გადაუსვით ფეხსაცმელს. გაწმენდის შემდეგ ძველი ფეხსაცმელი ახალივით იქნება.