ბებო, რომელიც ავადმყოფი შვილიშვილის სარჩენად ლიმონებს ყიდის - მორიგი თბილისური სევდიანი ამბავი

ბებო, რომელიც ავადმყოფი შვილიშვილის სარჩენად ლიმონებს ყიდის - მორიგი თბილისური სევდიანი ამბავი

"ფეისბუქის" მომხმარებელი ნუცა ხუციშვილის პოსტმა მოხუცი ბებოს შესახებ სოციალური ქსელი მოიცვა. პოსტში საუბარია, 97 წლის ქალზე, რომელიც ავადმყოფი შვილიშვილის სარჩენად ლიმონს ყიდის.

"მეგობრებო და არა მხოლოდ!

ეს საყვარელი ბებო (თამარ ბუზიაშვილი) არის 97 წლის და საკუთარ თავს და შვილიშვილს არჩენს თავისი შემოსავლით. ამ წუთებშიც კი გარეთ იდგა და ლიმონს ყიდდა შუქნიშანთან. (შეხვედრის დრო 02:15 - 03:30AM) დიდი ხანი ვისაუბრეთ, შვილი დაღუპული ყავს და შვილიშვილს ფსიქიკური პრობლემები აქვს, მაგრამ "შედარებით უკეთ არის ამ ბოლო დროსო" მითხრა. რათქმაუნდა ვერ მუშაობს, არა და თვითონ ყოფილა ფსიქოლოგი, ეს ბებო კი მათემატიკოსია და ძალიან განათლებული... (პ.ს. მახსოვრობის უნარმა გამაოცა)

სურათსა და ამ პოსტს იმიტომ ვაქვეყნებ, რომ თუ კავსაძისა და ჭავჭავაძის კუთხეში ამ ბებოს დაინახავთ იქნებ მცირედით მაინც დაეხმაროთ, მისთვის ეს ბევრს ნიშნავს... "კეთილმა" ადამიანებმა სოციალური დახმარება მოუხსნეს და მხოლოდ პენსიითა და გარე ვაჭრობით გააქვს თავი და 30 წლის შვილიშვილსაც თვითონ ინახავს.

საცხოვრებელის მისამართსაც დავწერ ყოველი შემთხვევისთვის: ვაკე, ცხვედაძის #1 (სამ სართულიანი სახლია და მესამეზე ცხოვრობს) სახლში კაი ხანია გაზი აღარ გვაქვსო, და წყალიც ჩამოგვდისო. ისევ ჩვენ თუ დავეხმარებით თორემ მთავრობის იმედი საერთოდ არ მაქვს-აქვს...", - წერია პოსტში.

"ჩემი ლედი" - ლელა წურწუმიას და "მამულიჩას" ემოციური ფოტო კონცერტის კულისებიდან

ჰააგაში, უძველესი ტაძრის სამრეკლოდან გია ყანჩელის მელოდიები მისი ხსოვნის პატივსაცემად აჟღერდა

"მშვიდობით..." - სოფიკო შევარდნაძე "ინსტაგრამზე" გია ყანჩელის იტორიულ ფოტოს აქვეყნებს