"ავარიას გოგონას სიცოცხლე შეეწირა, ეს ბიჭი კი მძიმე მდგომარეობაშია" - 22 წლის ახალგაზრდას დახმარება ესაჭიროება

"ავარიას გოგონას სიცოცხლე შეეწირა, ეს ბიჭი კი მძიმე მდგომარეობაშია" - 22 წლის ახალგაზრდას დახმარება ესაჭიროება

რამდენიმე დღის წინ თბილისში, რესტორან "წისქვილთან" მაღალი სიჩქარით მოძრავი ავტომობილი ქვეითად მოსიარულე ახალგაზრდებს დაეჯახა. შემთხვევის შედეგად ახალგაზრდა გოგონა გარდაიცვალა. დაშავებულია ასევე 22 წლის კობა ჯინჭარაძე, რომელიც ამ დრომდე მძიმე მდგომარეობაში იმყოფება. მკურნალობის გაგრძელება დიდ თანხებთან არის დაკავშირებული. ახალგაზრდას დასახმარებლად სოციალურ ქსელში მიმართვა უკვე გავრცელდა.

"მეგობრებო, ნაცნობებო და უბრალოდ, კეთილო უცნობებო! რამდენიმე დღის წინ უბედური შემთხვევა მოხდა რესტორან წისქვილთან, რომელსაც გოგონას სიცოცხლე შეეწირა, ეს სიკეთით , სიხალისით და სიცოცხლით სავსე 22 წლის ბიჭი კი ძალიან მძიმე მდგომარეობაშია! აპარატზეა შეერთებული, ფეხი უკვე მოკვეთეს, ასევე აქვს მარჯვენა ხელის მოტეხილობა და თავის ტვინში სისხლჩაქცევები... მკურნალობა დიდ თანხებთანაა დაკავშირებული, ბუნებრივია...

გთხოვთ, დავეხმაროთ!

გაავრცელეთ ! ! !

TBC ბანკი

მიმღები: დავით ჯინჭარაძე

ანგარიშის ნომერი :

GE77TB7745945061100032" - წერია მიმართვაში.

"ჩემი ლედი" - ლელა წურწუმიას და "მამულიჩას" ემოციური ფოტო კონცერტის კულისებიდან

ჰააგაში, უძველესი ტაძრის სამრეკლოდან გია ყანჩელის მელოდიები მისი ხსოვნის პატივსაცემად აჟღერდა

"მშვიდობით..." - სოფიკო შევარდნაძე "ინსტაგრამზე" გია ყანჩელის იტორიულ ფოტოს აქვეყნებს