ათი საუკეთესო ამერიკული ანიმაციური ფილმი

ათი საუკეთესო ამერიკული ანიმაციური ფილმი

ჩვენ დასავლური ანიმაციის ოქროს ხანაში ვცხოვრობთ და ამის უარყოფა შეუძლებელია.

სანამ სხვა ჟანრებში საუკეთესო ნამუშევრების ათეულები ათწლეულების მანძილზე უცვლელი რჩება, დასავლური სტუდიები თითქმის ყოველ წელს ისეთ სრულმეტრაჟიან მულტფილმს უშვებენ, რომელიც საუკეთესოთა ჩამონათვალში ყოფნას იმსახურებს.

10. კუნგ-ფუ პანდა / KUNG FU PANDA (2008)

რეჟისორი: მარკ ოსბორნი, ჯონ სტივენსონი

როდესაც მშვიდობის ველი საფრთხეშია, ზარმაცი პანდა პო აღმოაჩენს, რომ მისი ბედისწერაა იყოს "რჩეული" და ვარჯიშს იწყებს, რომ კუნგ-ფუს გმირი გახდეს. მაგრამ ადვილი როდია ზანტი უქნარადან უშიშარ მებძოლად გარდაიქმნე. ყველაფერი დამოკიდებულია ოსტატ შიფუზე და მძვინვარე ხუთეულზე - ძუ ვეფხვზე, წეროზე, ღვთისმლოცველაზე, გველგესლასა და მაიმუნზე.

9. კორალაინი / CORALINE (2009)

რეჟისორი: ჰენრი სელიკი

როდესაც კორალინი ძველ სახლში გადავა საცხოვრებლად, უაზროდ და მშობლებისგან მიტოვებულად გრძნობს თავს. ღამით იგი პოულობს საიდუმლო კარს და პარალელურ სამყაროში მოხვდება, სადაც ყველას ღილები აქვთ თვალების მაგივრად და ყველა მისი ოცნება ხდება. როდესაც "დედა" კორალინს ამ სამყაროში სამუდამოდ დარჩენას შესთავაზებს, გოგონა უარს იტყვის და მალე ხვდება, რომ ეს ალტერნატიული რეალობა მისთვის მოწყობილი ხაფანგია.

8. გამანადგურებელი რალფი / WRECK-IT RALPH (2012)

რეჟისორი: რიჩ მური

რალფი ძველი კომპიუტერული თამაშის მეორეხარისხოვანი პერსონაჟია. ის ათი წლის განმავლობაში კეთილსინდისიერად ასრულებდა ბოროტმოქმედის როლს, თუმცა, მობეზრდა სულ მთავარი პერსონაჟის ჩრდილში ყოფნა და გადაწყვიტა სამოგზაუროდ წავიდეს სხვადასხვა ჟანრის თამაშებში, რათა დაამტკიცოს, რომ მასაც შეუძლია იყოს გმირი.

8 ოქტომბრიდან ახალი მთვარე სასიყვარულო ურთიერთობებს მაგიით აავსებს - ასტროლოგიური  პროგნოზი

კაცმა ყოფილი ცოლის საყვარელს ოჯახის დანგრევის გამო უჩივლა და 750 000 დოლარი მიიღო

მიუსაფარი ქალი ინტერნეტვარსკვლავად იქცა - მეტროში გადაღებულ ვიდეოს მილიონზე მეტი ნახვა აქვს