"4 წელია ზედიზედ მეკითხებით ლელა რატომ არ არისო..." - მამულიჩა ბიუჯეტიდან დაფინანსებულ კონცერტებზე

"4 წელია ზედიზედ მეკითხებით ლელა რატომ არ არისო..." - მამულიჩა ბიუჯეტიდან დაფინანსებულ კონცერტებზე

პროდუსერი კახა მამულაშვილი (მამულიჩა) თბილისობის კონცერტთან დაკავშირებით "ფეისბუქის" პირად გვერდზე პოსტს აქვეყნებს და განმარტავს, თუ რატომ არ მონაწილეობს ბოლო 4 წელია მისი მეუღლე, ლელა წურწუმია სახელმწიფო ბიუჯეტიდან დაფინანსებულ კონცერტებში.

"საერთოდ არ ვაპირებ ამ მერიის მიერ დაფინანსებულ კონცერტებზე კომენტარის გაკეთებას და შეფასებას, ბევრი ჩვენი კოლეგა მონაწილეობს და არ ვთვლით მართებულად (თბილისობას და ახალ წელს ვგულისხმობ)... ხალხმა შეაფასოს, ვისთვისაც კეთდება ეს კონცერტები...

(საერთოდ მაყურებლის რაოდენობით და მსჯელობით იზომება, როგორი ხარისხის კონცერტი იყო, კარგი თუ ცუდი, კარგად ისმოდა ხმა, თუ რომელიმე მომღერალმა ცუდად იმღერა, თუ როგორ ეცვა..) მერე მეორე, ჩემო საყვარელო ჟურნალისტებო, 4 წელია ზედიზედ მეკითხებით ლელა რატომ არ არისო. მისამართის ადრესატი ჩვენ ვერ ვიქნებით. ეს ორგანიზატორებს უნდა კითხოთ, ვინც აკეთებს ამ კონცერტებს და რეჟისორებს, ვისაც თავისი ხედვა აქვს... მე მხოლოდ შემიძლია ვუპასუხო ორგანიზატორებს იმ შემთხვევაში, თუ მათ გააკეთეს თვითონ კომენტარი, თუ რა პრინციპით არჩევენ მონაწილეებს, თუ ჩავთვლი რომ ეს არასწორია...

დანარჩენი, ჩვენ თვითონ გავაკეთებთ თბილისობასაც და ახალ წელსაც და ვისაც სურვილი ექნება, დაესწარით და შეგვაფასეთ...

ყველას წარმატებები...

P.S. ღია ცის ქვეშ გაყინულ სცენაზე, ორკესტრანტს ნუ თხოვთ კარგად დაუკრას, მარტივი მიზეზი გამო... რაც არ უნდა ააწყო ინსტრუმენტი, იშლება ზუსტად 5 წთ-ში, კითხეთ მათ და გიპასუხებენ... გახმოვანებასაც კიდევ ცოდნა უნდა, დიდი გამოცდილება... როგორც "ლაივში" ისე ეთერში გაშვებისას... სიმღერაზე აღარ ვლაპარაკობ...".

წაიკითხეთ ასევე: "ცხონებული ბიძინა წამოაყენა, რას გაგინებდათ?!" - "თბილისობაზე" შესრულებული "ვარდები არ არიან" ფეისბუქზე კრიტიკის ქარცეცხლში გაატარეს

"ჩემი ლედი" - ლელა წურწუმიას და "მამულიჩას" ემოციური ფოტო კონცერტის კულისებიდან

ჰააგაში, უძველესი ტაძრის სამრეკლოდან გია ყანჩელის მელოდიები მისი ხსოვნის პატივსაცემად აჟღერდა

"მშვიდობით..." - სოფიკო შევარდნაძე "ინსტაგრამზე" გია ყანჩელის იტორიულ ფოტოს აქვეყნებს