მეორე მსოფლიო ომის პერიოდში ჰიტლერი ძლიერ ნარკოტიკებს იღებდა

მეორე მსოფლიო ომის პერიოდში ჰიტლერი ძლიერ ნარკოტიკებს იღებდა

ადოლფ ჰიტლერი მსოფლიო ისტორიაში ფანატიკოსი დიქტატორის სახელით შევიდა. მის ერთ-ერთ დამახასიათებელ თვისებად კი დაუფიქრებელი გადაწყვეტილებების მიღება მიიჩნევა. თუმცა, უკანასკნელ პერიოდამდე ძალიან ცოტა ადამიანი თუ ივარაუდებდა, რომ ფიურერი შესაძლოა ნარკომანიც ყოფილიყო.

ისტორიკოს ნორმან ოლერის მიერ, გერმანიაში უკანასკნელ პერიოდში გამოქვეყნებული წიგნიდან "ნარკოტიკების მოხმარება ნაცისტურ გერმანიაში" ირკვევა, რომ არა მხოლოდ ფიურერი, არამედ მთლიანად მესამე რაიხი გამუდმებით მოიხმარდა ნარკოტიკულ ნივთიერებებს, განსაკუთრებით კი მეორე მსოფლიო ომის პერიოდში.

ისტორიკოს ნორმან ოლერის განმარტებით, ჰიტლერის ნარკოდამოკიდებულების შესახებ ინფორმაცია ფიურერის პირადი ექიმის, ტეო მორელის ჩანაწერებშია დაცული, რომლის ნახვაც გერმანის ფედერალურ არქივსა და ამერიკის შეერთებული შტატების ეროვნულ არქივშია შესაძლებელი.

ოლერის თქმით, ადოლფ ჰიტლერის სამედიცინო წიგნაკიდან სამი პერიოდის გამოყოფა შეიძლება - 1936-დან 1941 წლებში ის ძირითადად ვიტამინებსა და გლუკოზას იღებდა, თანაც საკმაოდ დიდი დოზით.

1941 წელს, როდესაც რუსეთში მიმდინარე ომი გაიწელა, ფიურერი ჰორმონებსა და სტეროიდებზე გადავიდა. უკვე 1943 წლიდან, განსაკუთრებით, 1944 წელს მან ოპიატების მოხმარება დაიწყო, ყველაზე დიდი პოპულარობით მისთვის ოქსიკოდონი სარგებლობდა, რომელიც ფარმაცევტული თვალსაზრისით ჰეროინთანაა ახლოს. წაიკითხეთ გაგრძელება

8 ოქტომბრიდან ახალი მთვარე სასიყვარულო ურთიერთობებს მაგიით აავსებს - ასტროლოგიური  პროგნოზი

კაცმა ყოფილი ცოლის საყვარელს ოჯახის დანგრევის გამო უჩივლა და 750 000 დოლარი მიიღო

მიუსაფარი ქალი ინტერნეტვარსკვლავად იქცა - მეტროში გადაღებულ ვიდეოს მილიონზე მეტი ნახვა აქვს