"ამ მოპარულ წუთებში კიდევ უფრო მეტი ბედნიერებაა..." - თინა ხიდაშელის ემოციური პოსტი მეუღლეს

"ამ მოპარულ წუთებში კიდევ უფრო მეტი ბედნიერებაა..." - თინა ხიდაშელის ემოციური პოსტი მეუღლეს

თავდაცვის ყოფილი მინისტრი თინა ხიდაშელი მეუღლეს, დავით უსუფაშვილს "ფეისბუქზე" ემოციურ პოსტს უძღვნის.

"20 წელი ერთად! თითქოს ბევრია, სინამდვილეში 20 დღესავით გაიფრინა. კიდევ ბევრი წელი წინ არის. ალბათ ასეთივე წლები იქნება, როდესაც მუდმივად "სულ ცოტა ხანს მოგიპარავ" ბედნიერებისკენ მივდივართ. როდესაც ზოგჯერ კვირების მანძილზე ფიქრობ, რომ აუცილებლად მოიხელთებ, სხვებისგან, საქმისგან მოიპარავ. ამ მოპარულ წუთებში კიდევ უფრო მეტი ბედნიერებაა, როცა ხანდახან გგონია რაღაცას აშავებ, უნდა დაიმალო. თითქოს უკან, ბავშვობაში ბრუნდები, როცა შეყვარებული იყავი და მალავდი, როცა ჩუმად ხვდებოდი...

სულ მუდამ საინტერესოა შენთან ყოფნა, საამაყოა შენი ცოლობა, მადლიერი ვარ სანდროს და გიგას დედობის, კიდევ ბევრი 20 წელი ასე ვიყოთ, წინ დიდი გამოცდაა ბებია-ბაბუობა", - წერს ხიდაშელი.

"ჩემი ლედი" - ლელა წურწუმიას და "მამულიჩას" ემოციური ფოტო კონცერტის კულისებიდან

ჰააგაში, უძველესი ტაძრის სამრეკლოდან გია ყანჩელის მელოდიები მისი ხსოვნის პატივსაცემად აჟღერდა

"მშვიდობით..." - სოფიკო შევარდნაძე "ინსტაგრამზე" გია ყანჩელის იტორიულ ფოტოს აქვეყნებს