განმუხურის 38-ე საარჩევნო უბანზე ამომრჩევლები მიკროავტობუსით მიიყვანეს. ერთ-ერთმა ადგილობრივმა მცხოვრებმა "ლაივპრესს" უთხრა, რომ მიკროავტობუსი გზად შეხვდათ, გააჩერეს და გამოჰყვნენ.
დღეს, 22 ოქტომბერს ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ ჯიხაშკარის ორ და განმუხურის ერთ უბანზე განმეორებითი არჩევნები ტარდება. ჯიხაშკარის 79-ე, 108-ე და განმუხურის 38-ე უბნის ამომრჩევლები პარლამენტში საკუთარი წარმომადგენლის პარალელურად გამგებელსაც ირჩევენ.