ცხინვალში სამხედრო მოსამსახურემ გამომძიებელს ესროლა

ცხინვალში სამხედრო მოსამსახურემ გამომძიებელს ესროლა

ცხინვალში სამხედრო მოსამსახურე თეიმურაზ ხაჩიროვი დააკავეს. დე-ფაქტო მთავრობის შინაგან საქმეთა სამინისტროს პრეს-სამსახურის ცნობით, დაკავებულს მილიციის კრიმინალური განყოფილების გამომძიებლის მკვლელობის მცდელობაში ედება ბრალი. ამის შესახებ ინფორმაციას სააგენტოები "კავკაზსკი უზელი" და "სპუტნიკი" ავრცელებს.

პრეს-სამსახურის ცნობით, მილიციის თანამშრომელს თეიმურაზ მედოევს ხაჩიროვმა სამჯერ ესროლა. მედოევმა ხაჩიროვისთვის ხელის გადაგხრეხვა მოახერხა და დააკავა.

იხილეთ ვრცლად

შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრი

იმერეთის გუბერნატორის ხელფასი გაორმაგდა

ორი ობლისა და ორი ბებიას შემზარავი გასაჭირი გურიაში

ფოთისა და ყულევის სანაპიროზე საშტორმო მდგომარეობა გამოცხადდა