რძე - სილამაზისა და ჯანმრთელობისთვის აუცილებელი პროდუქტი თუ შხამი?

რძე - სილამაზისა და ჯანმრთელობისთვის აუცილებელი პროდუქტი თუ შხამი?

რა არის მითი და რა - სინამდვილე რძის მავნებლობასა და სარგებლობაზე? აუცილებელია თუ არა მისი მიღება ჯანმრთელობისა და სილამაზისთვის? იწვევს თუ არა იგი მარილებისა და ცხიმების დაგროვებას? - მოდით, შევეცადოთ რძის სარგებლობასა და მავნეობაში გარკვევას. მწარმოებლები აქტიურად მსჯელობენ ამ პროდუქტის სარგებლიანობაზე მაშინ, როცა ზოგიერთი დამოუკიდებელი მკვლევარი ამტკიცებს, რომ რძის საკვებად გამოყენება ბევრ პრობლემამდე მიგვიყვანს. ჩვენ ხომ ბავშვობიდან გვასწავლიდნენ: "სვი რძე და იქნები ჯანმრთელი" და ყველაფერი გასაგები იყო. ახლა კი, როცა სპეციალისტებისა და ობივატელების აზრი გაიყო, საზოგადოებას უჭირს გაერკვეს, ეს გემრიელი და ნოყიერი სასმელი მართლა სასარგებლოა თუ მავნე. ერთნი ისე შორს წავიდნენ, რომ ამტკიცებენ: რძე - შხამია, რომელიც ვერ გადამუშავდება ადამიანის ორგანიზმის მიერ და ლამის კიბოს იწვევს. მეორენი, საპირისპიროდ, გვირჩევენ ვიკვებოთ ცილით მდიდარი პროდუქტებითა და მათ შორის, უცხიმო რძით. მესამეთ მიაჩნიათ, რომ თუნდაც 0%-იანი რძე ზედმეტი წონის განვითარების ხელშემწყობია. სად არის სიმართლე?

1. რძის დალევა მხოლოდ ბავშვებისთვის შეიძლება

ზრდასრული ადამიანის ორგანიზმში ეს პროდუქტი ვერ გადამუშავდება, რადგან მასში ერთდროეულად არის ცილები, ცხიმები და ნახშირწყლბი - ეს მითია. ყველა მკვებავი ნივთიერება რძეში ისეთ ბალანსშია მოცემული, რომ ორგანიზმისთვის იოლად ასათვისებელი და მოსანელებელი ხდება. ის, რომ ცილა კაზეინი ასაკთან ერთად ძნელი მოსანელებელია, სიმართლეს არ შეესაბამება. გამონაკლისს წარმოადგენენ ის ადამიანები, რომლებსაც ახასიათებთ ლაქტოზისა და რძის ვიტამინ A-ს ინდივიდუალური აუტანლობა. ასე რომ, რძისგან თავი უნდა შეიკავოთ მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ მისი მიღების შემდეგ გებერებათ მუცელი, გაყრით და გექავებათ. სტატისტიკის მიხედვით, ორგანიზმის ასეთი თავისებურება ადამიანების მხოლოდ 15 %-ს აღენიშნება. ამასთან, მათ მშვიდად შეუძლიათ რძის სხვა პროდუქტების - რძემჟავას შემცველი (მაგ: მაწონი, კეფირი, ხაჭო) მიღება.

2. რძეს მივყავართ კალცინოზამდე (მარილების დაგროვება)

კალციუმის ნაკლებობა ორგანიზმში იწვევს ძვლებისა და ფრჩხილების მტვრევას, თმის ცვენას, კბილებისა და გულის დაზიანებას. მაგრამ მისი გადაჭარბებული რაოდენობაც უსაფრთხო როდია. ამ შემთხვევაში ის არ შეითვისება ორგანიზმის მიერ და "აცემენტებს" რბილი ქსოვილების უჯრედებს იმის ნაცვლად, რომ უზრუნველყოფდეს ძვლოვანი სისტემისა და კბილების გამაგრებას. ადამიანს აქვს არაელასტიკური კუნთები და ადვილად მსხვრევადი ძვლები. თუმცა, კალცინოზი მხოლოდ რძის გადაჭარბებული მოხმარების შედეგად, გენეტიკური მიდრეკილების, წინასწარგანყობის შემთხვევაში შეიძლება განვითარდეს.... განაგრძეთ კითხვა

8 ოქტომბრიდან ახალი მთვარე სასიყვარულო ურთიერთობებს მაგიით აავსებს - ასტროლოგიური  პროგნოზი

კაცმა ყოფილი ცოლის საყვარელს ოჯახის დანგრევის გამო უჩივლა და 750 000 დოლარი მიიღო

მიუსაფარი ქალი ინტერნეტვარსკვლავად იქცა - მეტროში გადაღებულ ვიდეოს მილიონზე მეტი ნახვა აქვს