"ნუცაც მათსავით რომ არ გავაბრაზო, ხომ იფიქრებს,ჯერ არ გამათანაბრა თავის ორ ჩიტირეკია შვილთანო?" - როგორ მიულოცა ნათია ფანჯიკიძემ რძალს დაბადების დღე

"ნუცაც მათსავით რომ არ გავაბრაზო, ხომ იფიქრებს,ჯერ არ გამათანაბრა თავის ორ ჩიტირეკია შვილთანო?" - როგორ მიულოცა ნათია ფანჯიკიძემ რძალს დაბადების დღე

ირაკლი ალასანიასა და ნათია ფანჯიკიძის რძალი, ნუცა ადამია იუბილარია. ნიკუშა ალასანიას მეუღლე 24 ოქტომბერს 20 წლის გახდა. ნუცას იუბილეს ნათია ფანჯიკიძე "ფეისბუქზე" თბილი პოსტით ულოცავს.

"ნიკო და კატო ყოველთვის ბრაზობენ ფბ-ზე რომ დაბდღეებს ვულოცავ, მაგრამ ტრადიციულად, სიამოვნებით ვაბრაზებ ხოლმე. ხოდა ნუცაც მათსავით რომ არ გავაბრაზო, ხომ იფიქრებს, მე ჯერ არ გამათანაბრა თავის ორ ჩიტირეკია შვილთანო? განა ვინმეს გაბრაზება მომწონს, უბრალოდ ვერაფრით ვერ დავუშვებ უთანასწორობას ოჯახში. ნუცაც ოქტომბრის გოგოა, დღეს გახდა 20 წლის. ხომ შეეძლო თინათინ ალასანია გამოეჩეკა თავისი დაბადების დღის საჩუქრად, მაგრამ კარგად აღზრდილი რომაა, ჩემი დაბადების დღის წინა დღეებში გამოჩეკა! ამაშია საქმე!!! მინდა რომ ძალიან ბედნიერი იყოს ეს ულამაზესი და ძალიან საყვარელი დედიკო", - წერს ნათია ფანჯიკიძე.

პოსტის კომენტარებში ბევრი წერს, რომ ნუცას დედამთილში ძალიან გაუმართლა.

"უმაგრესი დედამთილი ჰყავს შენს ნუცას"; " როცა ასე მოგილოცავენ..არ შეიძლება ძალიან ბედნიერად არ იგრძნო თავი....გილოცავთ...";"რა ბედნიერია ასეთ გარემოცვაში რომ ცხოვრობს ...ღმერთმა გაუმრავლოს ბედნიერი წლები მის საყვარელ ადამიანებთან ერთად ...", - წერენ პოსტის კომენტარებში.

ნუცა ადამიასა და ნიკუშა ალასანიას რამდენიმე დღის წინ გოგონა შეეძინათ, რომელსაც თინათინი დაარქვეს.

წაიკითხეთ: "ბებოს სულგუნა გოგოს დაცვის უფროსები" - ირაკლი ალასანია შვილთან ერთად შვილიშვილის საჩუქრებით

"ჩემი ლედი" - ლელა წურწუმიას და "მამულიჩას" ემოციური ფოტო კონცერტის კულისებიდან

ჰააგაში, უძველესი ტაძრის სამრეკლოდან გია ყანჩელის მელოდიები მისი ხსოვნის პატივსაცემად აჟღერდა

"მშვიდობით..." - სოფიკო შევარდნაძე "ინსტაგრამზე" გია ყანჩელის იტორიულ ფოტოს აქვეყნებს