6 ჯადოსნური წამალი ხველისთვის

6 ჯადოსნური წამალი ხველისთვის

გთავაზობთ ხალხური მედიცინის გამოცდილ რეცეპტებს, რომელიც ვირუსების დაძლევაში დაგეხმარებათ:

1. კომბოსტოს ფოთოლი დამდუღრეთ, თბილსვე წაუსვით თაფლისა და მარილის ნარევი (1:1) და დაიფინეთ მკერდზე ან ზურგზე. მოერიდეთ გულის მიდამოებს. ზემოდან გადაიფინეთ ცელოფანი და შემდეგ თბილად შეიხვიეთ. გარკვეული დროის შემდეგ, მთელი თაფლიანი მასა კანში შეიწოვება და მოქმედებას დაიწყებს. კომბოსტოს ფოთოლი კი შეგიძლიათ მოიშოროთ.

2. მოხარშული ან შემწვარი მსხალი - შესანიშნავი საშუალებაა ხველის დროს. მსხლის ჩირის ნახარში მაღალი სიცხის დროს წყურვილის შეგრძნებას აცხრობს. დაასხით 1 ჭიქა დაჭრილ ჩირს 500 მლ წყალი და 20 წუთი ხარშეთ. თავდახურულივე გააგრილეთ ზომიერ ტემპერატურამდე, გადაწურეთ და სვით თბილი, 100 მლ 4-ჯერ დღეში, ჭამამდე 30 წუთით ადრე.

3. ფინიკის 10 ნაყოფს დაასხით 500 მლ წყალი და 30 წუთი ხარშეთ. გაწურეთ და დალიეთ თბილი მშრალი ხველის დროს. ფინიკის მოხარშვა შეიძლება რძეშიც... განაგრძეთ კითხვა

8 ოქტომბრიდან ახალი მთვარე სასიყვარულო ურთიერთობებს მაგიით აავსებს - ასტროლოგიური  პროგნოზი

კაცმა ყოფილი ცოლის საყვარელს ოჯახის დანგრევის გამო უჩივლა და 750 000 დოლარი მიიღო

მიუსაფარი ქალი ინტერნეტვარსკვლავად იქცა - მეტროში გადაღებულ ვიდეოს მილიონზე მეტი ნახვა აქვს