86 წლის პატარძლის საქორწინო კაბამ ინტერნეტმომხმარებლები გააოცა

86 წლის პატარძლის საქორწინო კაბამ ინტერნეტმომხმარებლები გააოცა

ინტერნეტში დიდი პოპულარობით სარგებლობს ფოტო, რომელზეც აღბეჭდილია 86 წლის მილი ტეილორ მორისონი... თავისი ქორწილის დღეს. პატარძალი დამატყვევებლად გამოიყურება იასამნისფერ კაბასა და მოსასხამში, ხელში კი იასამნის ულამაზესი თაიგული უჭირავს.

ფოტო ფეისბუქზე ტეილორის შვილიშვილმა გაავრცელა მინაწერით: "ეს ჩემი ულამაზესი ბებიაა, რომელიც 86 წლის ასაკში დაქორწინდა. 86 წელი ერთი კვირის წინ შეუსრულდა, მისი ახალი ქმარი კი დეკემბერში გახდება 86 წლის. 41 წლის მანძილზე, ბებია ბაბუაზე იყო გათხოვილი, ბაბუას გარდაცვალებამდე. 25 წლის შემდეგ კი მან ახალი სიყვარული იპოვა. ეს კიდევ ერთხელ ცხადყოფს, რომ ასაკი მხოლოდ ციფრია და სიყვარულის პოვნა ყოველთვისაა შესაძლებელი..."

ფოტოს 100 000-ზე მეტი მოწონება და უამრავი მისალოცი კომენტარი ახლავს.

მომზაებულია hellomagazine.com-ს მიხედვით

8 ოქტომბრიდან ახალი მთვარე სასიყვარულო ურთიერთობებს მაგიით აავსებს - ასტროლოგიური  პროგნოზი

კაცმა ყოფილი ცოლის საყვარელს ოჯახის დანგრევის გამო უჩივლა და 750 000 დოლარი მიიღო

მიუსაფარი ქალი ინტერნეტვარსკვლავად იქცა - მეტროში გადაღებულ ვიდეოს მილიონზე მეტი ნახვა აქვს