25 აუცილებლად სანახავი ადგილი სამეგრელო-ზემო სვანეთში

 25 აუცილებლად სანახავი ადგილი სამეგრელო-ზემო სვანეთში

სამეგრელო-ზემო სვანეთს ტურისტები წლის ყველა დროს სტუმრობენ. გავრცელებული აზრით, განსაკუთრებულად პოპულარული სვანეთია, ზუგდიდი კი ამ დრომდე ტრანზიტული დანიშნულების ქალაქად რჩება, საიდანაც უცხოელი სტუმრები რეგიონის მუნიციპალიტეტებში ნაწილდებიან.

თუმცა, ვიდრე მარშრუტს დაგეგმავდეთ, საინტერესო ადგილების ნახვა ზუგდიდშიც შეგიძლიათ. ერთ-ერთი ასეთი სამეგრელოს მთავრის, დადიანების სასახლე-მუზეუმია. აქ 45 ათასი ექსპონატი ინახება. მათ შორის ნაპოლეონის ნიღაბი და ღვთისმშობლის კვართი. მუზეუმის მიმდებარედაა ბოტანიკური ბაღიც, უნიკალური ჯიშის საუკუნოვანი ხეებით.

ზუგდიდიდან 5 კილომეტრში, აფხაზეთ-სამეგრელოს ადმინისტრაციული საზღვრის სიახლოვეს, მე-17 საუკუნეში, ლევან მეორე დადიანის მიერ აგებული რუხის ციხეა. მას თავის დროზე თავდაცვის ფუნქცია ჰქონდა და ადგილმდებარეობის გამო სამთავროსთვის მნიშვნელოვან სამხედრო ნაგებობას წარმოადგენდა. დღეს აქ მხოლოდ ნანგრევებია, რომელსაც პიკნიკისთვისაც იყენებენ.

ზუგდიდიდან გამგზავრებამდე ანაკლია-განმუხურის შავი ზღვის სანაპიროზეც შეგიძლიათ გაისეირნოთ. ამ ორ სოფელს ერთმანეთთან 552 მეტრი სიგრძის, საფეხმავლო ხიდი აკავშირებს.

კოლხეთის ეროვნული პარკის ანაკლია-ჭურიის მონაკვეთი კი ის ადგილია, სადაც ქვიშიან დიუნაზე ტორფიან ჭაობებს, გადაშენების პირას მყოფ იშვიათ მცენარეებს, თევზებს და გადამფრენ ფრინველებს ნახავთ.

ზუგდიდიდან ჯერ კიდევ არ გავდივართ! სოფელი ცაიში საინტერესო იმითაა, რომ აქ სამკურნალო დანიშნულების თერმული წყლებია. ამ წყლების საშუალებით ოჯახების ნაწილმა სათბურებიც მოაშენა და წარმოებული პროდუქცია ბიზნესად აქცია. ცაიშში შეხვდებით საქართველოს ერთ-ერთ უძველეს საეპისკოპოსო კათედრასაც - ღვთისმშობლის მიძინების სახელობის ტაძარს, რომელიც მე-13 - მე-14 საუკუნით თარიღდება.

იხილეთ ვრცლად

livepress.ge

იმერეთის გუბერნატორის ხელფასი გაორმაგდა

ორი ობლისა და ორი ბებიას შემზარავი გასაჭირი გურიაში

ფოთისა და ყულევის სანაპიროზე საშტორმო მდგომარეობა გამოცხადდა