"ერთ დღესაც... სამი წლის წინ... გვეგონა, ჩვენი საოცნებო სახლი ვიპოვნეთ..." - განო მელითაურის სევდიანი პოსტი გარდაცვლილ მეუღლეს

"ერთ დღესაც... სამი წლის წინ... გვეგონა, ჩვენი საოცნებო სახლი ვიპოვნეთ..." - განო მელითაურის სევდიანი პოსტი გარდაცვლილ მეუღლეს

რეჟისორი განო მელითაური "ფეისბუქის" პირად გვერდზე გარდაცვლილ მეუღლეს, მსახიობ კოტე თოლორდავას სევდიან პოსტს უძღვნის:

"ერთ დღესაც... სამი წლის წინ... გვეგონა, ჩვენი საოცნებო სახლი ვიპოვნეთ... ცისფერ კომბინიზონებში გამოვეწყვეთ და ძველისძველი სახლის რემონტი დღესასწაულად ვაქციეთ... ისე ძალიან გვიყვრდა ერთმანეთი! შემოდგომაზე, ზამთარზე და გაზაფხულზე მეტად! გვიხაროდა ერთად გაყვითლებული ქაღალდების ნახევრად ჩამოშლილი კედლებიდან ჩამოხევა... მეასე ჯერზე სწორედ შეზავებული ფერები და ერთმანეთის სიცილით დაღლა.... "იმედია, უკანასკნელად ამოვაბარგე", - დამიწერია იმ დღეს სტატუსი... მიხაროდა ბავშვობისდრონდელი განათება აივნიდან და წარმოდგენა არ მქონდა, რომ მართლა უკანასკნელად ამოაბარგა...

...მჯერა ერთ დღესაც, როცა შენი მამიკოს ნაჩუქარი კომბინიზონი წელში მოხრილს დიდი მექნება, შენი საყვარელი წითური თმები მარგალიტებს დაემსგავსება - უკანასკნელად, ბედნიერი დავხუჭავ თვალებს!

მერე გრძელ მდუმარებას ჩვენი შვილები გადაიტანენ და საერთოდ არ შემეშინდება ცისფერ ბურთთან გამოთხოვება! როცა ზეცა გულს აირევს აქედან ძალიან შორს ვიქნები! ისევ ლაღი ფერადი და სიცოცხლით სავსე! ბიჭურად შეჭრილი წითელი თმებით და სახეზე ბევრი გაზაფხულებით! აი ზუსტად ისეთი, როგორიც შენ გახსოვდი სანუკვარო!

ერთ დღესაც იქ, სადაც არ არსებობს დრო და მატერია, სადაც ერთი დიდი სივრცეა სიყვარულისთვის მე და შენ დიიიიდ ნათელ სახლში დიდხანს და ბედნიერად ვიცხოვრებთ!".

"ჩემი ლედი" - ლელა წურწუმიას და "მამულიჩას" ემოციური ფოტო კონცერტის კულისებიდან

ჰააგაში, უძველესი ტაძრის სამრეკლოდან გია ყანჩელის მელოდიები მისი ხსოვნის პატივსაცემად აჟღერდა

"მშვიდობით..." - სოფიკო შევარდნაძე "ინსტაგრამზე" გია ყანჩელის იტორიულ ფოტოს აქვეყნებს