სამი დღეა მოსახლეობას შუქი არ აქვს, სასურსათო მაღაზიებში პური არ იშოვება

სამი დღეა მოსახლეობას შუქი არ აქვს, სასურსათო მაღაზიებში პური არ იშოვება

თოვლის საფარი სიღნაღის რაიონის სოფელ ნუკრიანში 11 სანტიმეტრს არ აღემატება, მაგრამ მოსახლეობა სამი დღეა ელექტროენერგიის გარეშეა დარჩენილი. "კახეთის ენერგოდისტრიბუცია" აცხადებს, რომ რეგიონის მასშტაბით ელექტროენერგიის მიწოდება სოფელ შახვეტილას გარდა ყველა დასახლებას აღუდგინეს, თუმცა ამ დრომდე შუქი არც სოფელ მაღაროში აქვთ. უშუქოდ დარჩენილი სოფლების ნაწილში, სადაც საჯარო სკოლებში გასათბობად ელექტროღუმელებს იყენებენ, მოსწავლეები გაკვეთილებს აცდენენ. უშუქობის გამო ზოგიერთ რაიონში, სასურსათო მაღაზიებში პური არ იშოვება.

კახეთში 25 ოქტომბერს მოთოვა და 2 დღის განმავლობაში თოვდა. რეგიონში 15 ათასზე მეტი ოჯახი ელექტროენერგიის გარეშე დარჩა. თოვლის საფარმა სიღნაღის რაიონის სოფელ ნუკრიანში, რომელიც ზღვის დონიდან 1100 მეტრ სიმაღლეზეა და მაღალმთიანი დასახლების სტატუსი აქვს, მაქსიმუმ 14-15 სანტიმეტრს მიაღწია, თუმცა მოსახლეობა სამი დღეა ელექტროენერგიის გარეშეა დარჩენილი.

"მესამე დღეა შუქი არ არის. ამან დიდი პრობლემები შექმნა. ჩვენ სოციალური საწარმო გვაქვს. ძალიან ბევრი შეკვეთა გვაქვს მიღებული და ვზარალდებით. არ შეიძლება ასე უყურადღებოდ იყოს სოფელი დატოვებული, "კახეთის ენერგოდისტრიბუციას" ვგულისხმობ. თვითონ ვატყობინებდით, რომ ნებისმიერი ქარის დროს ელექტროენერგიის მავთულები ერთმანეთს ედება, ხეები ნათდებოდნენ ხოლმე ახალი წლის ფოეიერვერკებივით. ძველი ხაზები, ძველი ელექტრობოძები, რომლებიც ძალიან ავარიულ სიტუაციაშია. ამის გამოსწორება შესაძლებელია. ჩვენ რომ ერთი წუთით დავაგვიანოთ გადასახადის გადახდა, ხომ გვიჭრიან ელექტროენერგიას? თუ მათ აქვთ უფლებები, ხალხსაც ხომ აქვს თავისი უფლებები?", - ამბობს მაია გოგინაშვილი, "ნუკრიანის სახელოსნოების" ხელმძღვანელი.

იხილეთ ვრცლად

კახეთის საინფორმაციო ცენტრი

იმერეთის გუბერნატორის ხელფასი გაორმაგდა

ორი ობლისა და ორი ბებიას შემზარავი გასაჭირი გურიაში

ფოთისა და ყულევის სანაპიროზე საშტორმო მდგომარეობა გამოცხადდა