ჯოყოლო-დუმასტურის ხიდი, რომლის მშენებლობაც ახლა დასრულდა, უკვე დაზიანებულია

ჯოყოლო-დუმასტურის ხიდი, რომლის მშენებლობაც ახლა დასრულდა, უკვე დაზიანებულია

პანკისის ხეობაში, მდინარე ალაზანზე, სოფლების ჯოყოლოსა და დუმასტურის დამაკავშირებელი ხიდი, რომლის მშენებლობა რამდენიმე დღის წინ დასრულდა და რომელზეც დაახლოებით 286 000 ლარის ოდენობით საბიუჯეტო თანხა დაიხარჯა, უკვე იმდენად დაზიანებულია, რომ მასზე მსუბუქი ავტომობილით გადასვლაც კი საშიშია. ხიდის მშენებლობა ჯერ კიდევ 2013 წლის ზაფხულში დაიწყო, მაგრამ 3 წლის განმავლობაში გაჭიანურდა. კახეთის საინფორმაციო ცენტრი იუწყებოდა, რომ მშენებლობის გაჭიანურების გამო დაუსრულებელმა ხიდმა 2 ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა, რამდენიმე კი დაშავდა.

მდინარე ალაზანზე, ჯოყოლო-დუმასტურის დამაკავშირებელი ხიდის მშენებლობის მიზნით სამუშაოების სახელმწიფო შესყიდვა ახმეტის გამგეობამ ორ ეტაპად განახორციელა. პირველი გამარტივებული ელექტრონული ტენდერი 2015 წლის 10 აგვისტოს გამოცხადდა, მისი სავარაუდო ღირებულება კი 208 000 ლარით განისაზღვრა. ტენდერის პირობების მიხედვით, ბოლო ორი წლის განმავლობაში პრეტენდენტს შესრულებული უნდა ჰქონოდა მინიმუმ 500 000 ლარის ანალოგიური სამშენებლო სამუშაოები, მათ შორის, არანაკლებ 150 000 ლარის ხიდების მშენებლობის მიმართულებით. ამასთან, ამგვარი გამოცდილების დამადასტურებელი დოკუმენტები ყველა პრეტენდენტს ელექტრონულად უნდა აეტვირთა სახელმწიფო შესყიდვების ერთიან სისტემაში. ტენდერში მონაწილეობა მიიღო მხოლოდ ერთმა პრეტენდენტმა - შპს "ტექიმპექსმა" (ს/კ - 205280532), რომელიც ისე გამოცხადდა გამარჯვებულად, რომ მისთვის ანალოგიური სამუშაოების გამოცდილების დამადასტურებელი დოკუმენტები არ მოუთხოვიათ და არც პრეტენდენტის მიერ მომხდარა მათი სისტემაში განთავდება. გამარჯვებულ კომპანიასთან ხელშეკრულება ახმეტის გამგეობამ 2015 წლის 31 აგვისტოს, 206 775 ლარზე გააფორმა. სამუშაოები 4 თვის ვადაში, - 2015 წლის 31 დეკემბრამდე უნდა დასრულებულიყო, ხოლო ობიექტის ექსპლუატაციაში მიღებიდან 2 წლის განმავლობაში კომპანია ვალდებული იყო წარმოქმნილი დაზიანებები აღმოეფხვრა.

იხილეთ ვრცლად

კახეთის საინფორმაციო ცენტრი

იმერეთის გუბერნატორის ხელფასი გაორმაგდა

ორი ობლისა და ორი ბებიას შემზარავი გასაჭირი გურიაში

ფოთისა და ყულევის სანაპიროზე საშტორმო მდგომარეობა გამოცხადდა