არქეოლოგებმა აღდგომის ტაძარში ქრისტეს "სასიკვდილო სარეცელი" აღმოაჩინეს

არქეოლოგებმა აღდგომის ტაძარში ქრისტეს "სასიკვდილო სარეცელი" აღმოაჩინეს

საუკუნეების შემდეგ პირველად, მეცნიერებმა იმ ადგილის უძველესი ზედაპირი აღმოაჩინეს, რომელიც ტრადიციულად იესო ქრისტეს საფლავად მიიჩნეოდა. საფლავი ქრისტეს აღდგომის ტაძარში იერუსალიმში მდებარეობს. სამარხი მარმარილოს ფენებით ახ.წ. 1555 წლიდან არის დაფარული.

"საფლავს მარმარილოს საფარი მოვაშორეთ და მის ქვემოთ ახალი ფენების აღმოჩენით გაოგნებულები ვიყავით"- განაცხადა არქოლოგმა და რესტავრატორმა ფრედრიკ ჰიბერტმა,- "ეს ხანგრძლივ სამეცნიერო ანალიზს საჭიროებს, თუმცა საბოლოოდ ჩვენ შევძლებთ ვიხილოთ იმ უძველესი ქვის ზედაპირი, რომელზეც ტრადიციის თანახმად ქრისტე ესვენა.

ქრისტიანული ტრადიციის მიხედვით, ახ.წ. 30 ან 33 წელს, რომაელების მიერ ქრისტეს წამების შემდეგ, მაცხოვრის სხეული "სასიკვდილო სარეცელზე" იყო დასვენებული, რომელიც კირქვის გამოქვაბულის ნაწილისგან იყო გამოთლილი. ქრისტიანული სარწმუნების მიხედვით, სიკვდილიდან სამ დღეში ქრისტე აღსდგა და გამოქვაბულთან მაცხოვრის სხეულის გასაპატიოსნებლად მისულ ქალს "სასიკვდილო სარეცელზე" აღარავინ დახვდა.

აღნიშნული "სასიკვდილო სარეცელი" ამჟამად აღდგომის ტაძარში მდებარე ედიკულას შიგნით არის მოთავსებული, რომელის რეკონსტრუქციაც 1808-1810 წლებში ხანძრის შედეგად განადგურების შემდეგ მოხდა... წაიკითხეთ სრულად

8 ოქტომბრიდან ახალი მთვარე სასიყვარულო ურთიერთობებს მაგიით აავსებს - ასტროლოგიური  პროგნოზი

კაცმა ყოფილი ცოლის საყვარელს ოჯახის დანგრევის გამო უჩივლა და 750 000 დოლარი მიიღო

მიუსაფარი ქალი ინტერნეტვარსკვლავად იქცა - მეტროში გადაღებულ ვიდეოს მილიონზე მეტი ნახვა აქვს